Mercedes Benz FW: მეხუთე დღე
თბილისის MERCEDES BENZ-ის მოდის კვირეულის დასკვნითმა მეხუთე დღემ ნაკლებად დატვირთულად, თუმცა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. 7 მაისს კოლექციები თიკო პაქსაშვილმა, თაკო მექვაბიძემ, სალომე ღვინიაშვილმა და ბესარიონმა წარმოადგინეს.

MERCEDES BENZ FASHION WEEK FW 2018
მეხუთე დღის კოლექციები


რუსეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის ბესარიონის ახალი კოლექცია აბრეშუმის ქსოვილებს ფართოდ მოიცავს და ქუდებისა და ვუალის დამატებით ერთგვარ ფრანგულ CHIC-ს ითავისებს. საყვარელი შავი ფერი ქართველმა დიზაინერმა შიგადაშიგ კაშკაშა ფერებით და ქალური აქსესუარებით გააფორმა. ბესარიონის შემოთავაზებით, შემოდგომას ნეონის ცისფერ ფერებში უნდა შევხვდეთ. ერთ-ერთი მთავარ ტრენდად კოსტიუმები ფართო მხრებით გამოიკვეთა. ბესარიონის ჩვენებამ მიმდინარე მოდის კვირეული დახურა.