Liza Kiladzé Jewelry
ქართველი იუველირი გოგონა პარიზიდან
SITUATIONIST და პირადი ბრენდისთვის შექმნილი კოლექციით MBFW-ზე


სამკაულების დიზაინერმა ლიზა კილაძემ მისი ნამუშევრები თბილისის Mercedes-Benz Fashion Week-ის შოურუმში წარმოადგინა. გასულ ნოემბერს კი ბრენდ SITUATIONIST-თან კოლაბორაციის შედეგად მიიღო მონაწილეობა MBFW-ზე. პარიზში სწავლასთან პარალელურად მუშაობს სამკაულების დიზაინსა და პირადი ბრენდის კონცეპტზე. ამბობს, რომ იუველირია მისთვის ხელოვნებისა და დიზაინის ერთობაა. ცდილობს შექმნას ძლიერი აურისა და ხასიათის მატარებელი არასტანდარტული სამკაული, შთაგონებული უძველესი ცივილიზაციების მიერ შექმნილი სამკაულებით, მითოლოგიითა თუ Modern Art-ით.
ფრანკენშტეინის კაბა : 2018 წლის ყველაზე საშიში ტრენდი
ფრანკენშტეინის კაბას საშიშს უწოდებენ, რადგან ის სხვადასხვა კაბების ფრაგმენტებისგანაა აწყობილი, რომელთა ერთად წარმოდგენაც რთულია. ამ სახელისკენ მოდის რედაქტორებს მერი შელის რომანის გმირმა უბიძგა - ადამიანის მსგავსებამ გარდაცვლილი სხეულებისგან. თუ ლიტერატურაში გაცოცხლებული არსებები ურჩხულებად ითვლებიან, პოდიუმზე ყველაფერი მდიდრულია: ორი სამოსისგან შეკერილ კაბაზე მოდის მიმდევრებში უდიდესი მოთხოვნა ფიქსირდება.
ქართველი სტილისტი იტალიური გამოცემებისთვის
ქართველი სტილისტი მარიამ ნასყიდაშვილი, რომლის სთაილინგით წარმართული ფოტოსესია იტალიური Vogue-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მარიამის ნამუშევრებმა ბოლო დროს არაერთი ჟურნალის ყურადღება მიიქცია, 22 წლის სტილისტი დღესდღეობით იტალიაში მოღვაწეობს და კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ საქართველოში დაბრუნების გეგმებს აწყობს. მარიამი მილანის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის Haute Future Fashion Academy-ის Fashion styling–ის ფაკულტეტის სტუდენტია, პარალელურად კი, ინტენსიურ კურსებს Nouva accademia di belle art-ში გადის. ამბობს, რომ ეს პირველი წარმატებული ნაბიჯი მისთვისაც მოულოდნელი და მეტად სასიხარულო იყო.