ფოტოები სამეფო ქორწილიდან: ჰარი და მეგანი
პრინცი ჰარის და მეგან მარკლის საქორწილო ცერემონია დიდ ბრიტანეთში ახლახანს დასრულდა. პატარძალს Givenchy-ს სადა კაბა ემოსა და რამდენიმე მეტრი სიგრძის ფატას ატარებდა. ქორწილს ბევრი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, ჯონ ლენონი, ჯორჯ და ამალ კლუნები, ჯეიმს კორდენი, სერენა უილიამსი, ოპრა უინფრი და აშ.

მეგან მარკლი საკურთხეველთან ჰარის მამა, პრინცმა ჩარლზმა მიაცილა. ოჯახის წევრებიდან კი ქორწინებას მხოლოდ მეგანის დედა ესწრებოდა. უამრავი გულშემატკივრით გავსებული ხეივანი წყვილმა ეტლით ჩაიარა და სასახლისკენ გაემართა.
ვარსკვლავების ჩაცმულობა სამეფო ქორწილში
2018 წლის 19 მაისი დიდ ბრიტანეთში დიდი დღეა: პრინცი უილიამის უმცროს ძმას ამერიკელი გოგონა მოჰყავს ცოლად! ჰარი და მეგანის სიყვარული ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი და გარჩევადი თემაა. გარკვეული დაბრკოლებების მიუხედავად, ჰარიმ დედოფალი ელისაბედის თანხმობა მოიპოვა და საყვარელ ქალბატონს ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ცხოვრება შესთავაზა. ამისთვის მარკლს კარიერის დათმობაც კი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ მეგანის მამა ქორწილში ოპერაციის გამო არ იმყოფება და საკურთხეველთან მომავალ ჰერცოგინიას პრინცი ჩარლზი მიიყვანს.