ვარცხნილობების იდეა კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩიდან
2018 წლის კანის კინოფესტივალი დასრულდა, თუმცა შეგვიძლია ცერემონიალის ფოტოები პრაქტიკული კუთხით გამოვიყენოთ. წარმოგიდგენთ ტოპ 8 ვარცხნილობას, რომლებიც სხვადასხვა შემთხვევისთვის გამოგადგებათ.

კრისტენ სტიუარტი 2018 წლის კანის სილამაზის მუზად შეიძლება დავახასიათოთ. მსახიობი ყოველდღე ორიგინალურ იმიჯს ირგებდა და იმაშიც კი დაგვარწმუნა, რომ მოკლე თმას ბევრი რამ შეუძლია.
შემოდგომა-ზამთრის 5 ტრენდი ქართველი დიზაინერებისგან
რა უნდა ვატაროთ მომავალ
შემოდგომა-ზამთრის სეზონზე?


Mercedes Benz FW2018

თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ის მორიგმა სეზონმა წარმატებით ჩაიარა. ქართველმა დიზაინერებმა საზოგადოებას საკუთარი ახალი კოლექციები წარუდგინეს, რომლებიც მომავალი შემოდგომა-ზამთრის ჰიტი უნდა გახდეს. აღსანიშნავია, რომ მოდის კვირეულზე დამსწრე უცხოელ სტუმართა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ზოგიერთი კრიტიკოსი თუ ფოტოგრაფი უკვე რამდენიმე სეზონია რაც ჩამოდის და ყოველ ჯერზე უფრო მეტად კმაყოფილი მიემართება შინ. ქართული ბრენდების შესახებ აქტიურად იწერება მსოფლიო პრესაში, საერთაშორისო ჟურნალისტები რამდენიმე ფავორიტსაც გამოყოფენ. ვნახოთ რას გვთავაზობენ ქართველი დიზაინერები ცივი სეზონისთვის და რა ითვლება წელს მოდად: