რა ჩავიცვათ მუსიკალურ ფესტივალებზე
თუ სერიოზულად მივიღებთ ფრაზას "ზაფხული მოკლეა", მაშინ არცერთი დღე არ უნდა გამოვტოვოთ. მითუმეტეს, ახლა მუსიკალური ფესტივალების სეზონი დგება. გარკვეული სახის დრესკოდი კი ყველგან საჭიროა. წარმოგიდგენთ 6 მაგალითსა და იდეას საზაფხულო წვეულებებისთვის.

ალესანდრა ამბროსიო, კენდალ ჯენერი, ბელა ჰადიდი - Coachella-ს ხშირი სტუმრები არიან. მათ ზუსტად იციან თუ რა არის ფესტივალზე საჭირო - პირველ რიგში პრაქტიკული ნივთები. მიიღეთ მაგალითი პლანეტის ყველაზე ლამაზი გოგონებისგან..