CFDA 2018: საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები ცერემონიალზე
ნიუ-იორკში მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცერემონიალი - CFDA შედგა. ყოველწლიურად ამერიკის მოდის საბჭო გამორჩეულებს აჯილდოვებს. წელს, მოდის "ოსკარი" ზოგიერთ ნომინაციაში მოულოდნელობებით აღსავსე გამოდგა.

CFDA 2018
ვინ მიიღო მოდის "ოსკარი"?
წითელი ხალიჩა


ქალის სამოსის საუკეთესო დიზაინერი უკვე მეორე წელია რაც რაფ საიმონსი ხდება, Calvin Klein-ის კრეატიული დირექტორი. მამაკაცის სამოსის საუკეთესო დიზაინერი კი ისტორიაში პირველად ბრენდი Supreme-ის დიზაინერი ჯეიმს ჯებია გახდა. მანამდე, ეს ბრენდი ნომინანტებშიც კი ვერ ხვდებოდა.