Beach Robes - საზღვაო სამოსი
საუკეთესო ამინდი, საცურაო კოსტუმი და რა თქმა უნდა, განსხვავებული და ხარისხიანი საზღვაო ხალათი, რომელიც თქვენს უნიკალურ სტილს წარმოაჩენს, არის ის, რაც ცხელ საზაფხულო სეზონზე ქალბატონებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. Beach Robes არის ბრენდი, რომელიც თქვენთვის სასურველ და საჭირო სამოსს გთავაზობთ.

BEACH ROBES
საზღვაო სამოსი უნიკალური ქალბატონებისთვის


Beach Robes-ის ხალათები ბრენდის დაარსებიდან მოკლე დროში ცნობილმა ადამიანებმაც მოირგეს და მათ ერთგულ მომხმარებლებად დარჩნენ. ბრენდს საზღვაო ხალათების გარდა, სახლის ხალათებს, არამარტო ქალბატონებისთვის, არამედ ბავშვებისთვის და მამაკაცებისთვისაც ქმნის. ასევე, იქმნება ლიმიტირებული მოდელებიც. ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი სამოსი აბრეშუმის ფრიალა ხალათია, რომელიც ამ სეზონზე ორი ფერით განახლდა. ხალათები იკერება საქართველოში, თბილისში, მათი შეკვეთა კი ონლაინ რეჟიმში არის შესაძლებელი.
ცირკი ჩამოვიდა! - Moschino Resort 2019
"ქალბატონებო, ბატონებო და ყველა ასაკის ბავშვებო! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Moschino!-ს ცირკში" თეატრალურად განაცხადა მამაკაცმა შავი ცილინდრით და მაყურებელმა მის მიღმა ადვილად ამოიცნო ჯერემი სკოტი. ბრენდმა მაყურებელს მართლაც ყველაფერი მშვენიერი და მოულოდნელი აჩვენა. როგორც წესი, დიზაინერი ჩვენებებს ხურავს, თუმცა ამჯერად ეფექტური გახსნა გადაწყვიტა.

Moschino Resort 2019

სკოტი არასერიოზულობით ხშირად ხასიათდება და საკრუიზო ჩვენებაც თავის მხრივ მანიფესტი გახდა: ჩვენ ყველანი ერთი დიდი ცირკის შიგნით ვცხოვრობთ, ჰოდა გავერთოთ ისევე, როგორც ბავშვები ერთობიან!