როგორ გამოიყურებიან Victoria's Secret-ის კასტინგზე მიმავალი გოგონები
Victoria's Secret-ის 2018 წლის შოუსთვის აქტიური მომზადება დაიწყო. სექტემბრის თვე მოდელებისთვის ყოველთვის დატვირთულია. ნიუ-იორკის მოდის კვირეულთან ერთად, გოგონები ცნობილი ბრენდის ოფისსაც სტუმრობენ, რათა პლანეტის ქალღმერთებთან ერთად პოდიუმზე გაერთიანდნენ. Victoria's Secret-ის ოფისის შესასვლელთან პაპარაცები არიან შეკრებილნი და ყურადღების გარეშე არცერთ მოდელს ტოვებენ. წელს ქუჩის სტილში წვრილი ჯინსები, ტოპები, მინი ქვედაბოლოები და რა თქმა უნდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გამოიკვეთა. არანაირი დიდი ზომის სამოსი - იმიჯმა ფორმა მაქსიმალურად უნდა გამოკვეთოს.