Re/Done SPRING 2019 RTW
Levi’s ვინტაჟი ჯინსის გადამამუშავებით მიღებულ ახალ კოლექციას წარმოგვიდგენს ბრენდი Re/Done. 2019 წლის სეზონისთვის ჯინსით-ჯინსზე დაკომპლექტებულ ლუქებს გვთავაზობენ და შეგვახსენებენ, რომ პრაქტიკულობასთან ერთად ჯინსი სტილის მატარებელია.
"სტილი დიდ ქალაქში" - ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ქუჩის მოდა
ახლახანს, მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მეგაპოლისში მოდის კვირეულმა აიღო სტარტი, რომელიც ტომ ფორდმა გახსნა. რამდენიმე დღის განმავლობაში ნიუ-იორკი პლანეტის ყველაზე მოდურ ქალაქად ჩაითვლება. ქუჩის სტილი კი მომავალი სეზონის ტრენდებს უკვე აქტიურად გვკარნახობს. მანჰეტენის არეალი ნათელმა ფერებმა, ლეოპარდის პრინტმა, კუბოკრულმა კოსტიუმებმა და მასიურმა საყურეებმა მოიცვა.

"სტილი დიდ ქალაქში"
ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ქუჩის მოდა