მოდელები, რომლებიც 2018 წლის Victoria’s Secret-ის შოუში მიიღებენ მონაწილეობას
წლის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი შოუს კასტინგები დასრულდა და პრესტიჟულმა ქალის თეთრეულის ბრენდმა საკუთარი რჩეულები დაასახელა. Victoria’s Secret-ის ჩვენება 2018 წელს ნოემბრის დასაწყისში ჩატარდება და როგორც ყოველთვის მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობს. წელს ბედი ბევრმა ახალბედამ სცადა, ხოლო ზოგიერთს პოდიუმზე უკვე მეორედ ვიხილავთ. როგორც სჩანს, ბრენდი მოდელთა რაოდენობას ყოველწელს ზრდის. ვნახოთ ვის გაუმართლა ამჯერად:
Oscar de la Renta SPRING 2019 RTW
Oscar de la Renta-ს ჩვენებამ მოხიბლა ნიუ იორკელები. ლაურა კიმი და ფერნანდო გარციას ბრენდში ორ წლიანი მოღვაწეობის შემდეგ გარკვევით ვხედავთ დიზაინერების ხედვას, კოლექციაში აისახა მათი ზაფხულის არდადაგები: მოროკო, იტალიის კომოს ტბა და ინდოეთი. Oscar de la Renta-ს ქალი 2019 წლის ზაფხულისთვის ულამაზესი ფერადი პრინტის სარონგის-ტიპის გადასადები კაბებით და აქსესუარების ფართო არჩევანით იწონებს თავს. არც ბრენდის ლეგენდარული ხელწერა დაკარგულა საღამოს კაბებში.
Savage x Fenty Spring 2019
რიანას თეთრეულის კოლექციის ჩვენება
ნიუ იორკის მოდის კვირეულზე


მომღერალმა და დიზაინერმა რიანამ Fenty -ს სახელით Savage თეთრეულის კოლექცია წარმოგვიდგინა. ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენების პოდიუმზე ვიხილეთ ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ჯოან სმოლსი, სლიქ ვუდსი. ჩვენებას პერფორმანსის სახე ქონდა, ტროპიკულ პოდიუმს მოდელებთან ერთად მოცეკვავეები ამშვენებდნენ. ასევე ვიხილეთ ორსული მოდელები და სხვადასხვა რასისა და ფიგურის წარმომადგენელი ქალბატონები, რაც ბრენდის უნივერსალურობას უსვამს ხაზს: კოლექცია 32A -დან 44DD -მდე ზომის ბიუსტჰალტერებს და XS -დან 3X ზომის საცვლებს მოიცავს. რთულია თავად კოლექციის ინსპირაციის 1 კონკრეტული თემის განსაზღვრაც.