Fear of God - საშემოდგომო კოლექცია
ბრენდი სახელწოდებით Fear of God წარმოგვიდგენს მე-6 კოლექციას. კალიფორნიული ბრენდის, დიზაინერ ჯერი ლორენცოს კამპანია ფოტოგრაფმა ტომი ტონმა გადაიღო. ის, ისევე როგორც ლუქბუქი ჯარედ ლეტომ წარმოადგინა, როგორც მოდელმა. მამაკაცის სამოსის კოლექცია და Nike-თან კოლაბორაციით შექმნილი ფეხსაცმელები 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვისაა განკუთვნილი. დაცულია ბრენდის ხელწერა: დიდი ზომის სთაილინგი.
ლონდონის მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობა
მოდის მიმდევართა ყურადღება ამჯერად ლონდონზეა მიპყრობილი. ლონდონის მოდის კვირეულის ჩვენებების პარალელურად ქუჩის-მოდის ფოტოგრაფებისთვის მეტად საინტერესოა სტუმრების ჩაცმულობის აღბეჭდვა. აქ შეხვდებით ყველაზე ძვირადღირებული და hype ბრენდების ნივთებს უახლესი კოლექციიებიდან, რომელიც ბრიტანელებს იმდენად უბრალოებით და კომფორტულად მოურგიათ, ერთის შეხედვით შეიძლება ვერც მიხვდეთ რომ ეს მოდის კვირეულის ჩვენების ავენიუს მიმდებარედაა გადაღებული. ჭარბობს Gucci, Prada, Fendi, Christian Dior და Acne Studios-ს აქსესუარები და სამოსი. სპორტული მასიური ფეხსაცმელი და ჯაჭვის სამკაულები კვლავ ტოპ-ტრენდია, სიახლეს კი ბრიტანული კობუკრული პრინტების სიუხვე წარმოადგენდა.
25 მანიკურის იდეა ნიუ იორკიდან
25 მანიკურის იდეა ნიუ იორკის მოდის კვირეულიდან

ნიუ იორკის მოდის კვირეულზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მანიკურს. რომელიც მრავალფეროვნებით და ნეილ-არტით გამოირჩეოდა. ასეთი მნიშვნელოვანი შტრიხების დასრულება დიზაინერებმა თავად მანიკურისტებს მიანდეს, მოდელების ფრჩხილებზე ცნობილი ბრენდების Essie და CND-ის პროფესიონალები მუშაობდნენ. წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ იმიჯს.


Versus Versace Spring 2019 RTW
Versace-ს თინიჯერ ხაზს Versus მართალია 2019 წელს 30 წელი შეუსრულდება, თუმცა ის ჭეშმარიტ მილენიანად ითვლება და გვიან-თინეიჯერად მიიჩნევს თავს. იუბილესთან დაკავშირებით დონატელამ ვერსუსის კოლექციას მეტი ისტორიული ფასეულობა შესძინა, ჯანის ხელით დაწერილი ფრაზა “Gianni Gave Donatella Versus 1989” დაიბეჭდა ვერსუსის 2019 წლის ზაფხულის კოლექციის სამოსზე დეკორის ელემენტებით. კოლექციას დღეს ახალგაზრდა დიზაინერთა ჯგუფი ხელმძღვანელობს, მათი გათვლა კვლავ მასიურია - ვერსუსი ყველა ახალგაზრდისთვის, ვერსუსი ქუჩებში.
Calvin Klein 205W39NYC
დიზაინერ რაფ საიმონსის Calvin Klein-ისთვის შექმნილი 205W39NYC კოლექცია, რომელიც ნიუ იორკში 205 West 39 ქუჩაზე წარმოადგინა ასახავს დიზაინერის საყვარელი ფილმების გავლენას მის შემოქმედებაზე. პოდიუმზე ვიხილეთ დეკონსტრუირებული სამოსი და ფან-მაისურები ფილმ Jaws-სთვის, ხოლო კლასიკური რუშებიანი კაბები და პიჯაკები The Graduate-ის ფილმის ინსპირაციით. რაფი ბრენდში უკვე 2 წელია მოღვაწეობს და დიდი თავდაჯერებულობით წარმოადგენს კოლექციებს, ეს ორი განსხვავებული ფილმი მისი მეხსიერებიდან Calvin Klein-ის 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვისაა განკუთვნილი.