რა აცვიათ მოდელებს მოდის კვირეულების ჩვენებებს შორის
მოდის ინდუსტრიაში საშემოდგომო ციებ-ცხელება დაიწო და ყველა ფეშენისტას ყურადღება მსოფლიოს მოდის ქალაქებისკენა მიპყრობილი. ნიუ-იორკიდან ლონდონში, ლონდონიდან კი მილანში გადავინაცვლეთ. ცნობილი დიზაინერები ახალი საგაზაფხულო კოელქციებით ერთმანეთს წარმატებით ენაცვლებიან. პოდიუმის მთავარ გმირებს კი ჩვენებების დაწყებამდე კომფორტულ, ყოველდღიურ ჩაცმულობაში აფიქსირებენ.
Alberta Ferretti SPRING 2019 RTW
Alberta Ferretti კოლექცია, სწორედ ის არის რასაც მოდის მიმდევარი და რეალობასთან ახლოს მყოფი გოგონები მოვიაზრებთ საზაფხულო კოლექციის გაგონებაზე. პალიტრა პასტელურ ვარდისფერს, ცისფერს, ბაც მწვანეს, ჯინსს, კარგო შარვლებს და საფარის ჩალისფერს, რუშებიან და კროშეტ დელიკატურ ბამბის მატერიას მოიცავს. თუმცა კრიტიკოსთა აზრით დიზაინერმა ვერ წარმოაჩინა მოდის სახლის მკაფიო ხელწერა და იგრძნობოდა სხვა ბრენდებისადმი მსგავსება, პოდიუმზე ტოპ მოდელები გამოვიდნენ და კოლექციისადმი ახალგაზრდა გოგონების დამოკიდებულება პოზიტიურად განგვაწყობს.
ლონდონის FW სტუმრების ჩაცმულობა
ლონდონის მოდის კვირეულს მუდამ გამოარჩევს დამსწრე სტუმართა ჩაცმულობა, თუმცა მართალია თავად კოლექციების მიმართ ნაკლები მოლოდინია. ბრიტანელებს ახასიათებთ მკვეთრი გარღვევა არისტოკრატიზმსა და პანკს შორის, ჩასული სტუმრები და პრესის წარმომადგენლები კი სათანადოდ იჭერენ ქალაქის პულსს.

წარმოგიდგენთ მეორე რეპორტაჟს, ლონდონის 2019 წლის ზაფხულის მოდის კვირეულის ჩვენებებზე მიმავალი სტუმრების ჩაცმულობას.


Fausto Puglisi SPRING 2019 RTW
ყველანაირი გემოვნების ადამიანი მოიძებნება მოდაში, და შეუძლებელია ყველაზე სექსუალური და კაშკაშად გამოხატვის სურვილი ვერ დააკმაყოფილოს Fausto Puglisi 2019 წლის ზაფხულის კოლექციიდან საღამოს და კოქტეილის კაბებმა. დიზაინერი სიცილიური სიჯიუტით იმეორებს რამდენიმე ტრენდს, რაც მის ხელწერად ჩამოყალიბდა. მზის დიდ გამოსახულებას პრინტისა და აქსესუარების სახით სიმხურვალე შეაქვს ასიმეტრიულ ფერად და შავ ლუქებში.
Shrimps SPRING 2019 RTW
ბრიტანელი დიზაინერის ჰანა ვილანდის ბრენდი Shrimps ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. Shrimps-ის 2019 წლის ზაფხულის კოლექცია ინარჩუნებს ბრენდის უცვლელ ხელწერას: ხელოვნური ბეწვის ქურთუკები, ასევე მეორდება ყვავილებით დაჩითული კაბები და თვლებით "ბისერებით" აწყობილი ჩანთა Antonia-ს ვარიაციები, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული გაყიდვების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა და ბრენდი არ წყვეტს მის წარმოებას. კოლექცია დიზაინერისთვის ძალიან პერსონალურია, ყვავილების და ნახატების თემა მისი ბავშვობის მოგონებებიდან იღებს სათავეს.
Burberry SPRING 2019 RTW
რიკარდო ტიშიმ Burberry ქოლგის ქვეშ მოაქცია ყველა თაობა - წერს VOGUE. “The mother and the daughter, the father and the son, It’s like a patchwork or a mix of the British lifestyle” - აღწერს თავად დიზაინერი 2019 წლის ზაფხულის კოლექციას, სადაც მან ქალისა და მამაკაცის სამოსი წარმოადგინა. კოლექცია ბრიტანულ კულტურასა და პანკ სტილს შორის აკეთებდა მსუბუქ გადასვლებს, ტიშის მიზანიც სწორედ ამ ბალანსის წარმოჩინება იყო, დიზაინერმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მართალია ის ერთერთი პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც street wear - ანუ ყოველდღიური "ქუჩის" სამოსი შემოიტანა მოდაში, თუმცა ის ახლა ფიქრობს რომ ქუჩა ზედმეტი დოზითაა მოდაში და დავიწყებულია ჭრისა და Savile Row-ის ატელიეს თერძის ტექნიკა. ამ კოლექციით ბარბერის მრავალწლიანმა ბრენდმა ხარისხიან უნივერსალიზმს მიაღწია და ბაიერების აზრით შესანიშნავ გაყიდვებს მიაღწევს.
No. 21 : SPRING 2019 RTW
ალესანდრო დელ აქუამ 2019 წლის ზაფხულისთვის დახვეწილი, თავშეკავებული და მაქსიმალურად მინიმალისტური კოლექცია წარმოადგინა. სულ რამდენიმე ტონალობა და სულ რამდენიმე ტიპის მატერიამ დააკომპლექტა კოლექცია, სამოსის სიულეტიც მეორდებოდა ამ რამდენიმე ვარიაციაშია. No 21 კოლექცია ზრდასრულ, ჩამოყალილებულ ქალზეა გათვლილი, რომელიც პოულობს მის კაბას და იმეორებს მას რამდენჯერმე და რამდენიმე ფერში.