9 მთავარი ტრენდი Gucci SS 2019-ის ჩვენებიდან
წარმოგიდგენთ მომავალი სეზონის ყველაზე სასურველ ნივთებს "გუჩისგან"
სირაქლემას ბუმბულებიდან უზარმაზარ ჟილეტებამდე

უკანასკნელი სეზონების ყველაზე განხილვადი ბრენდი, რომელსაც ალესანდრო მიკელე უდგას სათავეში, პოპულარობის ზენიტს ყოველ ჩვენებაზე აფართოებს.

ალესანდრო მიკელეს მოსვლისთანავე ბრენდის "რენესანსის ეპოქა" იწყება. კლიენტები, რომლებმაც ახალგაზრდობა 70-80-იან წლებში განვლეს, დიზაინერის ალუზიებზე გიჟდებიან. მილენიალები კი ნოვატორული ხედვისა და კრეატივის გამო "გუჩის" კულტურის ნაწილნი გახდნენ. ბრენდის თითოეული ნივთი აქტუალურია. ამჯერად მიკელემ ნათელი, თეატრალური და წარსულიდან გადმოსული კადრები წარმოგვიდგინა.