BERADZE SS 2019
BERADZE - თბილისში დაარსებული ბრენდია, თამუნა ბერაძე 2019 წლის ზაფხულის კოლექციას მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე აჩვენებს. კოლექციის ლუქბუქს კი მოდელი თეკლა ჩიჯავაძე წარმოგვიდგენს.

კოლექცია 70-იანების განწყობით არის შთაგონებული, რომელიც აერთიანებს ბრიტანულ პანკს, დისკოს და ჰიპის პერიოდს და წარმოადგენს გარდასული დეკადის თანამედროვე ხედვას. კოლექციის სახელია: GIRLS WITH NARCISSISTIC PERSONALITY DISORDERS, ის 70'იანების ხელოვანი ედ რუშეის შემოქმედების კალიფრნიული ვაიბის გავლენის ქვეშაა მოქცეული. 70'იანები გახლდათ პერიოდი, რომელიც ხელს უწყობდა ახალი იდეების და აზრების რეალიზებას, პერიოდი როდესაც ქალთა უფლებებმა და როლმა იწყო გამომხატველობითი ზრდა და ანდროგენული იერი ტრენდული გახდა. ეს კოლექცია არის ქალბატონებისთვის, რომლებსაც სურთ გამოირჩეოდნენ.
როზი ჰანტინგტონი: "ქუჩაში მაკიაჟის გარეშე არ გავდივარ"
როზი ჰანტინგტონ-უაითლი
მოდელი სილამაზის საიდუმლოებებს გვიმხელს


მოდელების უმეტესობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს არ ატარებს, რადგანაც ხშირ გადაღებებზე ეს ისედაც უწევთ. მაგრამ, როზი ჰანტინგტონი მათ რიცხვში არ შედის. ამ წელს, როზიმ საკუთარი სილამაზის საიტიც კი შექმნა Rose Inc.com, მოდელი მის ფავორიტ ვიზაჟისტებთან ერთად აწარმოებს და არჩევს მისი მომხმარებლისთვის ხარისხიან კოსმეტიკასა და თავის მოვლის პროდუქციას, ეს ამჟამად როზის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს.