INGOROKVA SS 2019
თამუნა ინგოროყვა 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის ძირითადად დენიმის ანსამბლით დაკომპლექტებულ კოლექციას წარმოგვიდგენს, რომელიც სულ მალე იქნება ნაჩვენები მერსედეს-ბენც თბილისის მოდის კვირეულზე.

INGOROKVA

ფოტოგრაფი: ლევან ჭყონია
მოდელი: ნინა ბოჭორიშვილი
ნათია ჯგუბურიას სტილი
ნათია ჯგუბურია პერსონალური სტილისტია, რომელიც თბილისის მოდის კვირეულის გენერალური მენეჯერის პოსტს იკავებდა ბოლო 5 წლის განმავლობაში და კულისებს მიღმა street style ფოტოგრაფების ფავორიტია, trendspotter-ების ობიექტივიდან საკუთარ ინსტაგრამზე გვიზიარებს მისი ჩაცმულობის ამსახველ პოსტებს fifunia-ს სახელით.
EDITORIAL-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ: ფინანსური შესაძლებლობები საჭიროა არა სტილის არამედ ბრენდების შესაძენად, შეზღუდული ფინანსები კი მეტ გასაქანს აძლევს კრეატივს.