ვიზაჟისტის რჩევები: Smoky Eyes ქერათმიანებისთვის
როგორ გავიკეთოთ იდეალური Smoky Eyes და რა საშუალებები დაგვეხმარება ამისთვის

YSL-ის საერთაშორისო ვიზაჟისტის რჩევები


აირჩიეთ ყავისფერი ჩრდილები: შოკოლადისფერი ან ბრინჯაოსფერი. თუ მწვანე ან ცისფერი თვალები გაქვთ, უპირატესობა თბილ ფერებს მიანიჭეთ წითელი პიგმენტით: ჟანგის ან სპილენძის ტონალობას. ან აირჩიეთ ხაკისფერი ჩრდილი მეტალის ეფექტით - ვარსკვლავები ამ ტრენდს წითელ ხალიჩაზე ხშირად იყენებენ.