CALVIN KLEIN 205W39NYC, ზამთარი 2019
დიზაინერი რაფ საიმონსი წარმოგვიდგენს CALVIN KLEIN 205W39NYC, PRE-FALL 2019 კოლექციის ლუქბუქს. ერთი შეხედვით კოლექცია ამერიკელ მუშათა კლასის ქალბატონებსა და მამაკაცებზეა გათვლილი, თუმცა ამ სტილიზირებას მრავალი მოდის მიმდევარი მოირგებს. გაზრდილი მოცულობის გრძელი სამოსი 70' წლების გავლენის ქვეშაა ფაქტურითა და სილუეტით.
როგორი უნდა იყოს კოსმეტიკა -25 წლამდე
ახალგაზრდა კანის მოვლისას საუკეთესო 'anti-age' პრინციპი "ოქროს შუალედია". წარმოგიდგენთ სილამაზის 10 ხრიკს მათთვის, ვისაც 30 წლამდე რამდენიმე წელი აშორებს.

25 წლამდე კანის მოვლა რთული საქმე არაა, მისი პრობლემატურობა სისტემატიურობაში მდგომარეობს. ჯერჯერობით ყველაფერი რაც თქვენს კანს სჭირდება დატენიანება და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვაა. ინტენსიური კვება, პროცესების სტიმულაცია, რთული ქიმიური პროცედურები და ყოველ კვირას კოსმეტოლოგთან ვიზიტი ჯერ თქვენ გამოწერილი არ გაქვთ. საქმე იმაშია, რომ უჯრედების მუშაობა 25 წლის შემდეგ ნელდება, სწორედ ამ პერიოდიდან გიწევთ თავის მოვლაში რადიკალური ცვლილებების შეტანა, მანამდე რამდენიმე პრინციპი უნდა დაიცვათ.
NAIL trend: ფერადი ფრჩხილები
პოდიუმზე, თუ ინსტაგრამზე ცნობილი მოდის მიმდევარ გოგონებზე შენიშნავდით ერთ ტრენდს, რომელიც თითქოსდა დაუსრულებელ - საცდელ ვერსიას გავს, ჩამოყალიბდე რა ფერის ფრჩხილის ლაქი აირჩიო. თუმცა არჩევანის გაკეთებას არც არავინ გვთხოვს! როგორ გადავანაწილოთ ფერები? ფრენჩი, ხაზები თუ სრული დაფარვა? ამ ტრენდს არანაირი ინსტრუქცია არ მოყვება და არ ექვემდებარება არანაირ კანონზომიერებას. შესრულების ტექნიკა მხოლოდ განწყობაზეა დამოკიდებული და ხელმისაწვდომი ლაქების პალიტრით შემოიფარგლება.


Nike X AMBUSH
მრავალხნიანი ლოდინის შემდეგ, Nike X AMBUSH -ის კოლაბორაცია პუბლიკამ პარიზ, ტოკიოსა და შანხაიში გამართულ პრეზენტაციებზე იხილა. ახალი The Air Max 180 ბოტასები 2019 წლის მოდელია, ის ნაიკის Air Zoom Flight-ის “The Glove” სერიითაა შთაგონებული. ბეწვის ქურთუკები, კომბინიზონები, Dry-Fit ტექნოლოგიის ლეგინსები, ფლისით დათბუნებული და მანათობელი ნიშნებით დატვირთული სპორტულები შეხამებულია ოქროს სამკაულებთან, რომელიც ცნობილი იაპონელი სტილის აიკონ Yoon-ის ხელწერაა და მის დიზაინს წარმოადგენს AMBUSH -ის სახელით. Nike X AMBUSH დაანონსებულ თანამშრომლობას მოდის სამყარო წელიწადზე მეტია რაც ელის, სრული კოლექცია უკვე შეგვიძლია ვიხილოთ, გაყიდვაში კი ზაფხულიდან ჩაეშვება.
Dior Men’s Futuristic Pre-Fall 2019 Show
Dior -მა ტოკიოში გრანდიოზული ულტრა-თანამედროვე ჩვენება გამართა, შემოდგომა-ზამთარი 2019 წლის მამაკაცისთვის განკუთვნილი კოლექცია დიზაინერ კიმ ჯოუნსს ეკუთვნის, Dior -ს კოლექციისთვის მან ცნობილ იაპონელ არტისტებთან: სამკაულის დიზაინერ AMBUSH და სკულპტორ Hajime Sorayama-თან ითანამშრომლა, რომლის 12 მეტრიანი იდეალური პარამეტრების რობო-ქალის ქმნილება პოდიუმის ცენტრს წარმოადგენდა და ერწყმოდა კოლექციას დინოზავრებით, Dior-ის მონოგრამის პატერნ და ალუბლის ყვავილობის მოტივებზე.

Dior Men Pre-Fall 2019 show
კოლექცია დატვირთულია მეტალის მატერიებით, ბიომექანიკა და მცირე-რობოტიკის ტექნიკით შექმნილი ნივთებით და მოიცავს გამოყენებით-აქსესუარებს: კოსტუმის ანსამბლს სპორტული safe-ბალთა კრავს, ზურგჩანთებსა და ფეხსაცმელს რკინის თასმები ამშვენებს და ეხამება კლასიკურ პიჯაკებსა და ატლასის პრიალა შარვლებს, გრძელი პალტოები და სპორტული ქურთუკები შავ, აყვავებული თუ ფუტურისტულ-ცხოველურ პრინტშია გადაწყვეტილი, შორტები და კარგო-შარვლები კი მრავალი ფუნქციური ჯიბეებით მოხიბლავს მოდის მიმდევარ პრაქტიკოსებს.
7 საიდუმლო ფრანგი გოგონებისგან
სილამაზის 7 საიდუმლო ახალი თაობის ფრანგი გოგონებისგან: არანაირი დიეტა, პარფიუმერული ხრიკები და სხვა სილამაზის გაკვეთილები ახალგაზრდა ლამაზმანებისგან.

"რაც უფრო ნაკლები მით უკეთესი" ფრანგი მანდილოსნების საყვარელი გამონათქვამია მაშინაც კი, თუ საღამოს წვეულებისთვის ემზადებიან. მათ იციან, რომ არ არსებობს "სწორი" და "არასწორი" სილამაზე. მნიშვნელოვანია თავს როგორ გრძნობ და არა ის, თუ როგორი ეჩვენები გარშემომყოფებს. თუმცა, ბუნებრივი იმიჯიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. პროფესიონალური კოსმეტიკური პროცედურები ნებისმიერი პარიზელი გოგონას აუცილებელი წინაპირობაა. ლეტიცია კასტას მსგავსად, საფრანგეთის მოსახლეობის უმეტესობამ კოსმეტიკის ყიდვა აფთიაქში დაიწყო. კანის ჯანმრთელობას უდიდეს ყურადღებას აქცევენ და როცა სახე კარგ მდგომარეობაშია, დეკორატიული კოსმეტიკა მინიმალური რაოდენობითაც საკმარისია.