თავის მოვლის რუტინა კორეული სქემით
თუ უკვე გაეცანით ჩვენს რეკომენდაციებს კორეულ კოსმეტიკასთან დაკავშირებით და ცადეთ მათი ტოპ-ჰიტები, ცხადია მაღალეფექტურმა პროდუქციამ და ბიუჯეტურობამ მოიგო თქვენი გული. დროა თავის მოვლის რუტინა სრულად დააკომპლექტოთ Korean Cosmetics-ის, კონკრეტულად თქვენი კანის ტიპისთვის განკუთვნილი პროდუქციით!


თავის მოვლის რუტინა კორეული სქემით:
  • ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის;
  • ANTI AGE: ასაკობრივი ნაოჭების საწინააღმდეგოდ
  • გამომშრალი კანისთვის!
  • BLUMARINE SPOSA 2019
    ახალი წელი მოდის ინდუსტრიაში საქორწილო კაბების კატალოგებით იწყება, რაც საუკეთესოდ განგვაწყობს. პერიოდულად წარმოგიდგენთ ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილ საქორწილო კაბების ლუქბუქებს. ამჯერად კი თქვენს წინაშეა იტალიური ბრენდის BLUMARINE 2019 წლის საქორწილო კაბების კოლექცია, რომელიც დიზაინერმა ანა მოლინარიმ იტალიელი მხატვრის ჯოვანი ბოლდინის ნამუშევრების გავლენით შექმნა. BLUMARINE-ს პატარძლის პორტრეტი საოცრად რომანტიულია: ნაზი, გრაციოზული, ელეგანტური და ქალური.
    TREND: ტყავის მიდი ქვედაბოლო
    ტყავის მიდი-ქვედაბოლო ის მარტივი ნივთია, რომელიც თქვენს იმიჯს უმალ შესძენს ჩამოყალიბებულ, ზრდასრულ და სერიოზულ მოდურ იერს. ამასთანავე მას დაკრავს ტყავისთვის დამახასიათებელი cool მოტივი და ეს მტკიცე მატერია მსუბუქად და ძალდაუტანებელად გამოიყურება სულ მარტივ ნივთებთან სინთეზშიც კი.

    ტყავის მიდი ქვედაბოლოები 2019 წლის ზამთრის მნიშვნელოვანი ტრენდია.


    76th Annual Golden Globe Awards
    რიგით 76-ე ოქროს გლობუსის კინო დაჯილდოებას ტრადიციულად ბევერლი ჰილსზმა უმასპინძლა. აშშ, კალიფორნიაში შეკრებილმა საზოგადოებამ 2018 წლის კინოსა და სატელევიზიო ფილმების საუკეთესო და მნიშვნელოვანი მიღწევები დააჯილდოვა. წითელ ხალიჩაზე უამრავმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი. გვერდზე გადავდებთ ნომინანტებისა და გამარჯვებულების სიას და წარმოგიდგენთ Golden Globe Awards საუკეთესოდ შემოსილი სტუმრების ფოტოებს და ქალბატონებს საუკეთესო მაკიაჟით.
    MAN: ვირჯილის Off-White და Louis Vuitton კოლექციები
    ამ თაობის ერთერთი ყველაზე წარმატებული hype ბრენდი OFF-White ეკუთვნის ახალგაზრდა დიზაინერ - ვირჯილ აბლოს, რომელიც უძღვება საკუთარ ბრენდს და ამავდროულად Louis Vuitton-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორიც გახლავთ!

    პარიზის მოდის კვირეულზე ერთმანეთის მიყოლებით, ვირჯილმა ორი ბრენდისთვის შექმნილი, ორი დამოუკიდებელი და განსხვავებული კოლექცია წარმოადგინა: მამაკაცებისთვის 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის.
    MAN: ზამთარი 2019 მილანსა და ლონდონში
    მილანისა და ლონდონის შემდეგ, მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულის ჩვენებებს პარიზი მასპინძლობს; სანამ კოლექციების განხილვას შევუდგებით, შემოგთავაზებთ მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობის ამსახველ ფოტოებს მილანი და ლონდონის ქუჩებიდან.
    Vetements Fall 2019 Men
    Vetements 2019 წლის მამაკაცის საშემოდგომო კოლექცია მრავალი უნისექს ნივთით გამოირჩევა. მართალია ქართველმა დიზაინერმა 2017 წელს განაცხადა, რომ ის მოდის კვირეულებს ემიჯნებოდა და ჩვენებებს საკუთარი განრიგით მართავდა, თუმცა 2 წლიანი ტაიმაუტის შემდგომ დემნა გვასალია დაუბრუნდა პარიზის მოდის კვირეულის განრიგს. ეპოქის ერთერთი ყველაზე წარმატებული და გახმაურებული ბრენდის Vetements ჩვენებამ მიიპყრო სრულიად მოდის სამყაროს ყურადღება, თავად კი ანტი-სოციალურ ტალღაზე იყო განწყობილი. დემნამ fall 2019 სეზონის კოლექციის თემად ვირუსული დაავადებები და სოც-ქსელებისადმი დამოკიდებულება, პოლიტიკა, ანარქიის სიმბოლიკა და ნიცშეს ფრაზები აიღო.