Christian Dior SPRING 2019 COUTURE
Haute Couture, ანუ მაღალი მოდის კოლექციის წარმოების პატივი სულ რამდენიმე ბრენდს აქვს. მათი ჩვენებები კი საოცრად გამორჩეული და მდიდრულია, პარიზმა Haute Couture 2019 წლის ზაფხულის კოლექციების ჩვენებებს უმასპინძლა. მოდის სახლებმა ტრადიციისამებრ არაორდინალური პოდიუმები გაშალეს.

Christian Dior Haute Couture, Spring 2019
Dior-ის დიზაინერმა მარია გრაცია კიურიმ კოლექცია ცირკის და ჰარლეკინის თემაზე ააგო, შესაბამისად პოდიუმი ცირკის თვალწარმტაცი კარვის ქვეშ გაიშალა! ცირკის აკრობატებს და მოცეკვავეებს არ დაუტოვებიათ სცენა..
Valentino SPRING 2019 COUTURE
Valentino Haute Couture, Spring 2019

პარიზის მაღალი მოდის კვირეულის უკანასკნელი დღის მთავარი მოვლენა "ვალენტინოს" ჩვენება გახდა. პიერპაოლო პიჩოლისგან ფერთა აფეთქებას და დიდი მოცულობის კაბებს ელოდნენ. დიზაინერმა მოლოდინი გაამართლა - ახალ Haute Couture-ის კოლექციაში ყველაფერია: მონუმენტალური კაბები ალისფრის, ლიმნის, ნარინჯისფრის, ცისფრისა და ნეონის ვარდისფრის ტონალობებში. ნაომი კემპბელმა შავი გამჭვირვალე კაბით სიმბოლურად დახურა ფერთა დღესასწაული. შოუს ფენომენალური შეიძლება ვუწოდოთ ვიზაჟისტების წყალობით. პოდიუმზე ნაომი, ნატალია ვოდიანოვა, ლია კებედე, კაია გერბერი ედემის ბაღის ყვავილებსა და ჯადოსნურ ფრინველებს მოგვაგონებდნენ.
Givenchy Haute Couture Spring 2019
კლერ უეიტ კელერმა ვარსკვლავი სტუმრები პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შეკრიბა ჟივონშის Haute Couture ჩვენებისთვის. სექსუალური მაქმანით გაწყობილ კაბებს მოულოდნელი ლატექსის დეტალები, მბზინავი კრისტალები და სამკაულები, ფერადი ფოჩები და ფრთები ებმოდა, რომლებიც ფერის მიხედვით მოდელებს ანგელოზებად ან დემონებად წარმოსახავდა.

Givenchy Haute Couture, Spring 2019
როგორც სჩანს, ბაფთა ნამდვილი ტრენდია! ფერთა მიმართულებით Givenchy-მ მკაცრი პალიტრა არჩია და ძირითად შავ-თეთრ სამოსში მხოლოდ რამდენიმე ნათელი ფერის გაელვებას ვხედავთ.


Zuhair Murad SPRING 2019 COUTURE
Zuhair Murad სადღესასწაულო კაბების კოლექციის პალიტრა მთვარით განათებული ღამის ოკეანის ზედაპირიდან, ტალღებით ფსკერამდე - მშვენიერ მარჯანსა და მარგალიტებამდე დაეშვა. კაშკაშა ფირუზისფერი და აქვამარინის ელვარება, ნაზი ვარდისფერი, ატმისფერი, ლავანდისფერი და პერლამუტისფერი ბზინვარება ენაცვლებოდა ერთმანეთს პოდიუმზე, გაფორმებული ნიჟარების ფორმის შესაკრავებითა და ძვირფასი ფარფლებით.
Haute Couture - სტუმრების ჩაცმულობა
ამჯერად პარიზს, მოდის მიმდევარი ქალბატონები და პრესის წარმომადგენლები მაღალი მოდის: Haute Couture 2019 კოლექციების გამო სტუმრობენ. Dior-ის, Chanel-ის, Zuhair Murad, Elie Saab, Givenchy.. და სხვა ლეგენდარული მოდის სახლის შოუებზე მიმავალი სტუმრების განწყობა გამორჩეულია, ეს ზეიმია მოდის კვირეულის განრიგში. თოვლიანმა ამინდმაც კი ლამაზი ფონი შექნა პარიზის ქუჩებში.
Elie Saab SPRING 2019 COUTURE
კიდევ ერთმა ლიბანელმა დიზაინერმა მოგვიხმო ზღვის სამყაროს მშვენიერებისკენ, Elie Saab-ის სადღესასწაულ კაბების კოლექცია პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე მოსდევს Zuhair Murad-ის ჩვენებას. Elie Saab ხმელთაშუა ზღვის დიდებულება ქალთა ჯადოსნურ სიძლიერეს და ფემინისტურობას მიუძღვნა. ელი ამბობს, რომ მისი კაბები ხმელეთზე ამოსული ქალთევზების ოცნებებს ასახავს.
Reebok x ვიქტორია ბექჰემის კოლექცია
Reebok x Victoria Beckham
Season 1
, Spring 2019 collection

ვიქტორია ბექჰემმა Reebok-თან კოლაბორაციით შექმნა სპორტული კოლექცია 2019 წლის ზაფხულისთვის. დიზაინერი გვიმხელს, რომ ეს მისთვის ნამდვილი გამოწვევა იყო. style-აიკონმა კოლექცია საკუთარ ინტერესებსა და ბრენდის ჭეშმარიტ იმიჯს შორის დააბალანსა, ეს სპორტული სამოსია სპორტდარბაზიდან ატელიემდე!

რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოედგინა ვიქტორიას, რომ მის ინტერესთა სფეროში სპორტული სამოსის და ბოტასების დიზაინი გაჩნდებოდა! ქალბატონმა ბექჰემმა გაგვანდო: ვაჟების წამოზრდის შემდგომ სახლში მუდმივი საუბარი და მოლოდინია Supreme-ს ახალ კოლექციებსა და სხვა streetwear ბრენდებზე, და რომ ის ვერა და ვერ აუქცევდა ზურგს მეუღლისა და შვილების ინტერესებს, რომელმაც ვიქტორიაც მოიცვა. და რადგან Reebok-მა ახალი კოლექციის დიზაინი მას მიანდო, ამას სრულიად თავისებურად წარუძღვა!
Spring 2019 Couture-ის ჩვენებები
Haute Couture კოლექციები სადღესასწაულო კაბებს და ფუფუნების საგანს წარმოადგენს, დიზაინერების ყველაზე თამამი იდეები განხორციელებული და შესრულებულია ფრანგული კერვისა და ქარგვის ტექნიკის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების დაცვით. Balmain და Iris van Herpen-ს კი გამოარჩევთ მაღალტექნოლოგიური პრინტი და ჭრა, Jean Paul Gaultier-ს ექსტრავაგანტულობა, Viktor and Rolf-ს იუმორი; Giambattista Valli, Alexis Mabille და Schiaparelli-ის ორგანზისა და ტაფტას კაბები; Dundas, Alexandre Vauthier და Armani-ს მბზინავი კოლექცია; Guo Pei-ის ორიენტული მოტივები და Chanel-ს არქივებზე დაყრდნობით შექმნილი კოლექცია. წარმოდგენილ კაბებს სულ მალე ვიხილავთ წითელ ხალიჩებსა და ედითორიალ-გადაღებებზე.

აღშანიშნავია, რომ ოლივე რუსტენმა Balmain-ისთვის პირველად შექმნა Haute Couture კოლექცია, კარლ ლაგერფელდი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო Chanel-ის ჩვენებას.