ლონდონის მოდის კვირეულის გამორჩეული კოლექციები: 2019 შემოდგომის სეზონისთვის
2019 წლის შემოდგომის RTW; მოდის კვირეულმა ლონდონში გადაინაცვლა და სრული დაბნეულობა გამოიწვია მოდის მიმდევრებში. ფერებისა და მატერიების მიქსი გაბუქებული ფორმით, პოდიუმზე ამდენ შრედ წარმოდგენილ სამოსში რთული ამოსაკითხია სტილის გავლენები. ვივიენ ვესტვუდმა კი საერთოდაც საკუთარი თავი აიღო კოლექციის მუზად, თავისივე შემოქმედება გაიმეორა რიკარდო ტიშიმ Burberry-ში, ვიქტორია ბექჰემი კი ჩვენდა გასაოცრად აყვა ლონდონის მოდას და სხვა დიზაინერების მსგავსად - ყველაფერი ერთად აურია. ბრიტანული პანკი მოწოდების სიმაღლეზეა და თითქოს ის მიგრანტებმაც აითვისეს!

Burberry, Victoria Beckham, Chalayan, Vivienne Westwood, Christopher Kane, Erdem, JW Anderson, Preen by Thornton Bregazzi, Mary Katrantzou, Molly Goddard, ALEXACHUNG, ASAI, Kiko Kostadinov, Ports 1961.
კარლ ლაგერფელდი გარდაიცვალა, და უკვე დაინიშნა მისი შემცვლელი Chanel-ში
19 თებერვალს კარლ ლაგერფელდის გარდაცვალებამ შეძრა სამყარო. ლეგენდარული, ერთერთი ყველაზე სტაბილური და ცნობილი დიზაინერი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარლი 36 წლის განმავლობაში გახლათ Chanel-ის დიზაინერი, ამასთან ერთად მის სახელს უკავშირდება Fendi და Chloe. დღის ბოლოს კი Chanel-ის მოდის სახლმა გაგვიმხილა, თუ ვინ ჩაანაცვლებს კრეატიულ ხელმძღვანელს.

Chanel-ში ლაგერფელდის შემცვლელად მოიაზრებდნენ მარკ ჯეიკობსს, ჰაიდერ აკერმანს ან ედი სლიმანს. თუმცა ბოლო ჩვენების შემდეგ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მას შანელის კრეატიული სტუდიოს განყოფილების ხელმძღვანელი - ვირჯინ ვიარდი დაიკავებდა. კარლის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პარიზის haute couture მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციის ბოლოს პოდიუმზე მადლობა შანელის სახელით სწორედ ვირჯინმა მიიღო, ის უკვე 30 წელია მუშაობს Chanel-სთვის და კარლის ცუდად ყოფნის პერიოდშიც პირნათლად ასრულებდა მის სურვილებს და დანაბარებს. სწორედ ასეთი უსაფრთხო ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა Chanel-მა, რომელსაც მადმუაზელ გაბრიელ შანელის გარდაცვალების შემდეგ, 1983 წლიდან კარლი ხელმძღვანელობდა და ფლობდა თანამშრომლობის უსაზღვრო კონტრაქტს - მის გარდაცვალებამდე.
მაკიაჟი მამაკაცებისთვის: Boy de Chanel
Beauty-ინდუსტრიაში ახალი გამომეწვევაა
დეკორატიული კოსმეტიკა მამაკაცებისთვის!


სულ რამდენიმე წლის წინ ცნობილი კოსმეტიკის მწარმოებელი ფირმები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე ფერთა გამაში Nude, ანუ კანისფერი-ბუნებრივი-"შიშველი" ტონალობის კლასიფიცირება შეეცვალათ და ის აღარ გულისხმობს თეთრკანიანთა რასისთვის დამახასიათებელი თეთრი კანის ფერს. ახლა კი, 2019 წელს ერთდროულად Dior და Chanel თავაზობენ მამაკაცებს დეკორატიულ კოსმეტიკას!

შანელის წარმომადგენლები განმარტავენ, როგორც გაბრიელ შანელმა ისესხა ელემენტები მამაკაცის გარდერობიდან, დროა ქალებმა გაუზიარონ საპირისპირო სქესს საკუთარი არსენალიდან საჭირო ნივთები.