DESERT MANNEQUIN x N-DUO fall18
საქართველოში დაარსებული კონცეპტუალური ონლაინ მაღაზიის N Duo-ის და DESERT MANNEQUIN-ის კიდევ ერთი კოლაბორაციის შედეგად შექმნილი, მიმდინარე სეზონის 2018-19 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ლუქბუქი, რომელიც ახლაც გაყიდვაშია.
Beauty Trend: მეგა-წამწამები
ყოველთვის აქტუალური იყო გრძელი და ხშირი წამწამები, თუმცა ამ ბოლო დროს პოდიუმზე ნანახ, ცნობილი ვიზაჟისტების მიერ შექმნილი იმიჯების შემდგომ დავრწმუნდით, რომ მხოლოდ გამოკვეთილ წამწამებსაც კი შეუძლია თვალწარმტაცი მაკიაჟის შექმნა და არ არის საჭირო დამატებით არანაირი ჩრდილი თუ ტუჩსაცხი!

მეგა-წამწამების ეფექტის მიღება პრაიმერი და ტუშის რამდენიმე ფენით, ან როგორც ტოპ-ვიზაჟისტები გვთავაზობენ დამატებითი წყება ხელოვნური წამწამებით არის შესაძლებელი. ზოგიერთი მათგანი ბევრად შორს გაიჭრა და დეკორის ელემენტებიც ჩართეს, მაგალითად Valentino Couture ჩვენებისთვის ვიზაჟისტმა Pat McGrath ბუმბულები და ქვედა ქუთუთოზე გრაფიკიკული ეფექტი გამოიყენა. ხოლო Brandon Maxwell-ის იმიჯი RTW კოლექციიდან ბევრად რეალურია ჩვენთვის.
გამორჩეული ლუქები ლონდონის მოდის კვირეულიდან
საინტერესოა, street style ფოტოგრაფები ჩანთების და აქსესუარების კადრებს ყველაზე ხშირად პარიზში აფიქსირებდნენ ხოლმე, ახლა კი თითქოსდა სურათი შეიცვალა - RTW fall 2019 ლონდონის მოდის კვირეულის წვიმიან დღეებში მოდის მიმდევრები თავს აქსესუარების სიუხვით იხალისებდნენ. ტრადიციული ბრიტანული კრემისფერი ტრენჩებით და კუბოკრული პალტოებით კი ნამდვილად არ გავუკვირვებივართ ლონდონს.
David Koma ელისაბედისეული კოლექცია ლონდონის მოდის კვირეულზე Fall 2019
19 თებერვალს, ლონდონის მოდის კვირეულზე წარმოშობით ქართველმა დიზაინერმა დავით კომახიძემ DAVID KOMA 2019-2010 წლის შემოდგომისთვის განკუთვნილი RTW კოლექცია წარმოადგინა. როგორც VOGUE ახასიათებს, კომას კოლექციაში იგრძნობოდა ელისაბედის ეპოქის გავლენა და შექსპირის შემოქმედება, რომელიც ესოდენ ახლოა ლონდონში დამკვიდრებული დიზაინერისთვის. DAVID KOMA-ს ატელიეც იმ თეატრთან ახლოს მდებარეობს, სადაც 16 საუკუნეში შექსპირის პიესებმა აიღო სტარტი. დიზაინერმა დრამის თეატრის ელემენტებით თვალსაჩინოდ წარმოაჩინა ფემინისტური და მასკულანურის, ახალი და ძველის შერწყმა - ვერცხლისფერი კრისტალებით, გველისა და პეპლების აპლიკაციებით.
მანიკური და nail-art ნიუ იორკიდან
ნიუ იორკის fall 2019 მოდის კვირეულის პოდიუმიდან რამდენიმე მანიკურმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება, ეს მცირე და მნიშვნელოვანი დეტალი <3

წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ მანიკურს ცნობილი დიზაინერების ჩვენენებებიდან. მაგალითად Philipp Plein-ის მანიკურის არტისტები ცეცხლოვან ნეილ-არტს, khaite და jeremmy scott კი ფრჩხილებზე ინიციალების დატანით უსვამს ხაზს საკუთარ ბრენდულობას.
მიკრო ტრენდი: მასიური თმისამაგრები
მოდაში ახალი მიკრო-ტრენდია, თუმცა რთულია მიკრო უწოდო მასიური ზომის თმისსამაგრ "წკაპებს", ასევე დიდი ზომის ფუმფულა აბადოკებს, თმის ლოკონებში ჩამაგრებულ აპლიკაციებს და იმ შემთხვევაში თუ დეკორის განწყობაზე არ ხართ - აფუებულ ხუჭუჭა თმას!

პარიზიდან დაწყებული, ნიუ იორკამდე ჩააღწია ნოსტალგიურმა განწყობამ. მარგალიტის თვლებით, მბზინავი კრისტალებით მოჭედილი თუ უბრალოდ პლასტიკის "წკაპები", მნიშველობა არ აქვს ის ცნობილი ბრენდის ქმნილებაა თუ შემონახული გაქვთ თქვენი ბავშვობიდან - 90-იანი წლებიდან;)
შეკრულია თუ არა კიმ კარდაშიანი ტანსაცმლის დიზაინის გამყალბებელ საიტ Fashion Nova-სთან?
fast-retail კომპანიების თემასთან დაკავშირებით კიმმა მრავალჯერ გააკეთა კომენტარი და გააკრიტიკა, თუ რა უნამუსოდ იპარავდნენ დიზაინერების ინტელექტუალურ საკუთრებას. თუმცა... რამდენიმე დღის წინ კიმი და Fashion Nova თანამშრომლობაში ამხილეს! შავი პიარიც ხომ პიარია.

როგორც წესი Fashion Nova-ს რამდენიმე დღე ჭირდებოდა კიმის კაბების გადასაკოპირებლად და ონლაინ მაღაზიში გამოსატანად, თუმცა მცირე შეცდომის თუ გასაოცარი დედუქციური გათვლის შედეგად - მათ კიმს 4 დღით დაასწრეს კაბის გადაკოპირება! სანამ ის საერთოდაც სთორის ატვირთავდა და სახლიდან ფეხის გადგმას მოასწრებდა, საიტი უკვე pre-order-ის სახით მზად იყო, კიმის პაპარაცების ობიექტივში მოხვედრის შემდგომ კი აქტიურად დაარეკლამეს ანალოგიური კაბა.
კარლ ლაგერფელდის იშვიათი ფოტოები არქივიდან
19 თებერვალს მსოფლიომ გამოჩენილი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. მის ცუდად ყოფნაზე საუბარი ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს დაიწყო, როცა კარლი "შანელის" ჩვენების ბოლოს, ცხოვრებაში პირველად არ წარსდგა საზოგადოების წინაშე და მის მაგივრად ვირჯინ ვიარდი გაუშვა.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ცნობილი ადამიანები მხურვალე ტექსტებს უძღვნიან დიად მაესტროს. სანამ ინდუსტრია კარლს გლოვობს, მისი ხსოვნის პატივსაცემად იშვიათ ფოტოებს წარმოგიდგენთ არქივიდან - კადრებს სამუშაო პროცესიდან, მეგობრებთან თუ მუზებთან კონტაქტის დროს.