"შანელის" შოუების გრანდიოზული ფინალები კარლ ლაგერფელდთან ერთად
მოდის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ კარლ ლაგერფელდი "შანელის" შოუებს გრანდიოზულად ფუთავდა და გრანდ პალეს სასახლეს ყოველ ჯერზე საოცრად რთავდა. დიზაინერი იდეებს არ უჩიოდა და ერთხელ გაკეთებულს არასდროს იმეორებდა. სწორედ ამიტომაც, ბრენდის ჩვენებებს განსაკუთრებული მოუთმენლობით ელოდა მოდის სამყარო. გავიხსენოთ "შანელის" გამორჩეული ჩვენებები და კარლის ფინალური გამოსვლები, რომლებშიც კარლს აწი ვეღარ ვიხილავთ.