ილუზიების მუზეუმი თბილისში!
ილუზიების მუზეუმი - ახალი გასართობი სივრცე თბილისში, სადაც ახალი, ამოუცნობი ილუზიების მეშვეობით შექმნილი დამაინტრიგებელი ვიზუალური, სენსორული და საგანმანათლებლო სანახაობები იქნება წარმოდგენილი. ეს არის თბილისის ახალი სამუზეუმო სივრცის ნაწილი, რომელიც ბეთლემის ქ. 10-ში გაიხსნება მარტის დასაწყისში და დამთვალიერებელს შესთავაზებს ილუზიების კანონებზე დაფუძნებულ ექსპონატებს, რომელიც მათ ერთდროულად გაახალისებს და გააოცებს.

ვიზიტორები სახალისო ექსპონატების საშუალებით ისწავლიან ბევრ რამეს ხედვის, აღქმის, ადამიანის ტვინისა და მეცნიერების შესახებ, მიხვდებიან, რომ ჩვენი თვალები ხედავს ბევრ ისეთ რამეს, რაც ჩვენს გონებას არ ესმის.
beauty დეტალი: ჯაჭვის ლენტები თმაში
საინტერესო beauty დეტალი: ჯაჭვის ლენტები თმაში
და მარგალიტის ბურთულები სახეზე


ცნობილ თმის-სტილისტ ჯასტინ მარჟანს [Justine Marjan] ეკუთვნის Christian Siriano-ს ბექსთეიჯში შესრულებული გასაოცარი იმიჯი ჯაჭვის ლენტებით. ასევე ნიუ იორკში, Area-სთვის სტილისტმა: JAWARA შექმნა მსგავსი ლუქი - მბზინავი თვლების ლენტებით. Adeam-სთვის კი მაკიაჟში სულ რამდენიმე მარგალიტის ბურთულა ჩართეს თვალის საცრემლე არესთან, დანარჩენი კი ფრჩხილის დიზაინში გამოიყენეს.
მილანის მოდის კვირეულის გამორჩეული კოლექციები: 2019 შემოდგომის სეზონისთვის
იტალიელი თერძებისა და მეწაღებიის შემოქმედება ზამთრის სეზონისთვის განსაკუთრებით იქცევს მოდის მიმდევართა ყურადღებას. მილანის მოდის კვირეულის პოდიუმზე ვიხილეთ თუ რა იქნება მოდაში მომავალი წლის, 2019-20 შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის. მაყალყელიანი ჩექმები და ქურქები მრავალ ფერში იყო წარმოდგენილი, ასევე უხვად გამოიყენეს ტყავი და მაქმანებიანი კალტოგკები, კალგოტკები, კალგოტკები. გამოვარჩევდით Tod’s, Max Mara, Sportmax, Gucci, Versace.. და Fendi-ს კოლექციას, რომელიც აწ გარდაცვლილი კარლ ლაგერფელდის უკანასკნელი ნამოღვაწარია.

Tod’s, Max Mara, Etro, Sportmax, Prada, Fendi, Gucci, Versace, Emporio Armani, Salvatore Ferragamo, Roberto Cavalli, Marni, Giorgio Armani, Bottega Veneta, Philosophy di Lorenzo Serafini