საუკეთესო მაკიაჟი და ვარცხნილობა 2019 წლის ოსკარზე
"ოსკარის" ცერემონია ვარსვლავების პირადი გემოვნების გამოვლინების საშუალებაა, სადაც წლის გამორჩეულ კინო-პერსონაჟებს ცისფერ ეკრანებს მიღმა აღიქვამს აუდიტორია. ხშირად დასამახსოვრებელი არა ცალკეული კაბის ლუქი, არამედ სრულად იმიჯია, რომელიც თმის ვარცხნილობითა და მაკიაჟით იქმნება. ზოგადად, წლის ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე კლასიკური განწყობა სუფევს და აქ ექსპერიმენტებს არავინ ელის. მაგრამ, ამჯერად, "ოსკარი" საინტერესო ვიზაჟით გამოირჩეოდა.

2019 წლის ოსკარის წითელ ხალიჩაზე დომინანტური თვალის ჩრდილი აღმოჩნდა, რომელიც ვარსკვლავების კაბების ფერს იმეორებდა. მაკიაჟში კი პასტელური ფერების აღზევებას ჰქონდა ადგილი: წელს მაგალითს ვიღებთ ლედი გაგასგან და ლორი ჰარიერისგან და ქუთუთეობზე აკვარელის ელფერს ვისმევთ. ღია ცისფერი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.
Oscars after parties 2019
Oscars after parties 2019:
ოსკარის კინო-დაჯილდოებას მუდამ თან მოსდევს წვეულება, რომელსაც ისეთივე ხალისით ელიან შოუბიზნესის წარმომადგენლები, როგორც ოსკარს. . წვეულებებზე იწვევენ სუპერმოდელებს და მომღერლებსაც, ღონისძიება ნაკლებად ფორმალური სახისაა, თუმცა გამარჯვებულები როგორც წესი ოსკარის ჯილდოს ვერ ელევიან და წვეულებაზეც "თან მიყავთ". სტუმართა ნაწილი Vanity Fair -ის, ნაწილი კი Elton John-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ირჩევს, რომელიც საქველმოქმედო ხასიათისაა: AIDS Foundation.
91-ე ოსკარის დაჯილდოების წითელი ხალიჩა და გამარჯვებულები!
წარმოგიდგენთ რიგით 91-ე ოსკარის კინო დაჯილდოების გამარჯვებულებს და რაღა თქმა უნდა.. სტუმრების ჩაცმულობა წითელ ხალიჩაზე. ღონისძიებას მრავალი ვეტერანი მსახიობი და კინოში მოღვაწე პროფესიონალი დაესწრო. ასევე სტუმართა შორის ჭარბობდნენ მცირე-ეთნოსის წარმომადგენლები და აფრო-ამერიკელი მსახიობები, რაც ნომინანტმა ფილმებმა Green Book, BlacKkKlansman, Black Panther, Roma განაპირობეს.

წლის საუკეთესო ფილმის კატეგორია ჯულია რობერტსმა წარმოადგინა, და აი 2019 წლის ოსკარის გამარჯვებულთა სია!

წლის საუკეთესო ფილმი: Green Book
საუკეთესო რეჟისორი: Alfonso Cuarón
ფილმისთვის "Roma"
საუკეთესო მსახიობი ქალი: Olivia Colman ფილმისთვის "The Favourite"
საუკეთესო მსახიობი კაცი: Rami Malek ფილმისთვის "Bohemian Rhapsody"
საუკეთესო სიმღერა: "Shallow" ფილმიდან A Star Is Born
მილანის მოდის კვირეულის BEST DRESSED სტუმრები
დასრულდა მილანის მოდის კვირეული და net-a-porter-ის ონლაინ გამოცემა მისი რედაქტორების დახმარებით გამოყოფს მილანში საუკეთესოდ შემოსილ სტუმრებს, რომლებსაც ლუქს-ბრენდების უახლესი კოლექციებიდან სამოსი და აქსესუარები ამშვენებდათ: Gucci, Versace, Prada, Fendi...