Jacquemus RTW Fall 2019
Jacquemus - პარიზის, თანამედროვე მოდის სახეა!

ახალგაზრდა უნიჭიერესი ფრანგი დიზაინერი განაგრძობს მსოფლიოს დაპყრობას, მას ახალგაზრდა კარლ ლაგერფელდსაც კი უწოდებენ. სიმონ პორტ ჟაქმუსმა პოდიუმზე პატარა ქალაქი მოაწყო, ყვავილების და ხილის დახლის ფონზე მოდელები თავდაჯერებულად მოსეირნობდნენ და თითქოსდა არც არაფერი ადარდებდათ. თუმცა დიზაირმა გაგვანდო, რომ შემოდგომის კოლექციაზე ბევრი იფიქრა და შეეცადა მეტად გამოეხატა მასკულანური მხარე.

ჟაქმუსი მინიმალიზმის სახით მაქსიმალურად გადმოსცემს არისტოკრატი ქალის სექსუალურობას და დამოუკიდებლობას, სისადავითა და სინაზით. სიმონის ნივთები გამოკვეთენ ძლიერი და ჩამოყალიბებული ქალის ხასიათს, და ის არ არის იმიჯის ნაწილი.