raver-ების fave 3 დიზაინერი პარიზიდან
თანამედროვეობის 3 გამორჩეული დიზაინერი პარიზიდან, რომელთაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ თუ კი ტექნო-სცენის მოყვარული ხართ, მაგრამ ცხოვრება პერიოდულად ხომ ანდერგრაუნდს მაღლაა. მიმდინარე პარიზის მოდის კვირეულზე დიზაინერებმა ბერლინიდან პარიზში გადაინაცვლეს

rokh-ის სარდაფში გამართული კოლექცია “Teenage Nightmare” სკეიტით მოსრიალე თინიეჯერების კოშმარული grown-up სიზმარია, ასევე ანდერგრაუნდის განწყობაზეა Ottolinger, თუმცა ტექნო-სცენად მათ პარიზის მე-19 საუკუნის Lycée Jacques Decour თეატრის დარბაზი გარდაქმნეს. Koché კი couture და სპორტის სინთეზს წარმოგვიდგენს და კოლაბორაციაშია Nike-თან.
Marine Serre აპოკალიფსური განწყობა 2019 შემოდგომისთვის
Marine Serre Ready To Wear for apocalypse
აპოკალიფტური განწყობა სუფევდა Marine Serre ჩვენებაზე, პარიზში. მწვანე და წითელი ლაზერის განათება შემოაპეს თითქოსდა სანაგვე ურნებში ნაპოვნი სამკაულებით ასხმულმა მოდელებმა, მათ სამოსზე აკინძულიყო ნიჟარები, ხურდები და ძველი კომპიუტერის ჩიპები. მთელ სხეულს second-skin ბოდეები, pollution ნიღბები და კოლტოგები უფარავდათ (კვლავ) ნახევარმთვარის გამოსახულებით, რომელიც დრამატულ განწყობას მკაფიოდ გამოხატავდა.

დიზაინერის ხედვით, ეს არის 2050-ის აპოკალიფსს გადარჩენილი თაობის სტილი. ბრენდი განაგრძობს საკუთარი დიზაინების განახლება და ხელახლა გამოყენებას re-use პოლიტიკით, ისინი ასევე ზრუნავენ არ აწარმოონ მოთხოვნაზე მეტი პროდუქტი და ამგვარად დაეხმარონ პლანეტა დედამიწას. Marine Serre პარიზის ვარსკვლავია.