TREND: კოლგოტები დიზაინერებისგან
მცირე და მნიშვნელოვანი ტრენდული დეტალი: კოლგოტები კვლავ აქტუალური იქნება ამ გაზაფხულის სეზონზეც

Fendi და Gucci ლოგოს სარკისებრი პრინტით და MARINE SERRE ნახევარ-მთვარეებით მოხატული კოლგოტების ფასი $200 - $300 ფარგლებში მერყეობს, ასევე მოდაშია მბზინავი თვლებით მოჭედილი წვრილ უჯრედიანი და გამჭვირვალე თეთრი კოლგოტები. შეგვიძლია უბრალო შავი კოლგოტებიც მოვირგოთ, მხოლოდ თუ მას ღია ცხვირიან ფეხსაცმელთან შეხამებით ჩავიცვამთ. ამ შემთხვევაში მთავარია დავიმახსოვროთ: ბრენდული კოლგოტები არ უნდა ჩაიმალოს სამოსს მიღმა, ის წინა ფონზეა და გამაღიზიანებლად და პროვოკაციულად გამოკვეთს ლუქს.
მოდა კინოში: დიზაინერებისა და რეჟისორების საუკეთესო კოლაბორაციები
მოდა და კინო ერთმანეთთან ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული. დიზაინერები ხშირად არიან შთაგონებულნი ვინტაჟური კინო-იმიჯებით, რეჟისორები კი ეძებენ ავტორებს, რომლებსაც შეუძლიათ ზუსტად შექმნან გმირების ხასიათი ტანისამოსის მეშვეობით. კოსტიუმების მხატვრობა ისევე როგორც სცენაზე, ასევე ეკრანზეც უმნიშვნელოვანესი შთაბეჭდილების მომხდენია. გავიხსენოთ ყველაზე ნათელი მაგალითები:
Off-White შემოდგომა-ზამთარი 2019
FALL 2019 READY-TO-WEAR
Off-White


დიზაინერ ვირჯილ აბლოს კოლექციის ჩვენება მარია კარლა ბოსკონომ გახსნა და დახურეს კარლი კლოსმა, ბელა და ჯიჯი ჰადიდებმა - კოლექციის აღწერა მხოლოდ ამ ფრაზით შეგვეძლო დაგვესრულებინა და თავადაც ზუსტად წარმოიდგენდით თუ რა ვიხილეთ Off-White-ის პარიზის მოდის კვირეულის პოდიუმზე. თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე გამორჩეულად cool, hyped და კოსმოპოლიტი ბრენდი მოდურსა და ქუჩის სამოსს მიქსავს, 2019 წლის შემოდგომა-ზამთრისთვის კვლავ სპორტულ, კლასიკურ და მარტივად გამოხატულ "სამოსს", ქუსლიან "ფეხსაცმელებს" და ბოტასებს წარმოგვიდგენს მისთვის დამახასიათებელი ლაკონურობით და მკაფიო წარწერებით.
TREND: მხარზე გადასაკიდი პატარა ჩანთები შეცვლილი იმიჯით დაგვიბრუნდა
მოდა რომ ბრუნავს ცხადია, ვიცით. ყველაფერი მეორდება და გამონაკლისი არც ეს სამხრე-ჩანთებია. უკვე მერამდენე სეზონია მათ თანამედროვე დიზაინერები და მოდის სახლები ახლებული სახით გვთავაზობენ, ნამდვილი ბუმია! და დავფიქრდით, საერთოდ რატომ გადავიდა მოდიდან მხარზე გადასაკიდი პატარა ჩანთები?

ამ ეტაპისთვის გაყიდვების ლიდერია Dior-ის saddle bag, მას მოსდევს Prada-ს "სიდონია", რომელიც მოდის სახლის 2000-იანი წლების ჩანთის მოდელზე დაყრდნობით შეიქმნა და Fendi-ს "ბაგეტი", რომელიც ასევე ძველი მოდელის რეინკარნაციას წარმოადგენს და ინფლუენსერი გოგონები გამუდმებით იმეორებენ - "ეს არ არის ჩანთა, ეს ბაგეტია!"
RED nail art! წითელი ფრჩხილის ლაკი და მისი ვარიაციები
წითელი ფერის ფრჩხილის ლაკი ყოველთვის მოდაშია და იქნება! ამაზე არავინ დავობს. თუმცა, ამჟამად ძალზედ აქტუალურია წითელი შტრიხების გამოყენება ნეილ-არტში და არა კლასიკური მონოტონური მანიკური.

წითელ ლაკს ახალისებენ - გრაფიკული ან ნახევარმთვარეების მონახაზებით, ცეცხლის თუ ოქროსფერი ფოლგის ნაკუწებით, გრადაციით ან სულაც გლუვი ეფექტით. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტო-იდეას - მანიკური წითელ ტონში.
აქტუალურ ფერთა გამა: მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობაზე დაკვირვებით
WHO WHAT WEAR-ის ონლაინ გამოცემა მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობაზე დაკვირვებით გამოყოფს აქტუალურ ფერებს, რომლებიც გაზაფხულის დადგომასთან ერთად დომინანტი იქნება ქუჩებში - მოდურ გოგონებზე. რადგან როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, პოდიუმზე ნანახ კოლექციების გაცნობამდე, შთაგონების წყაროდ სწორედ დამსწრე სტუმრების ჩაცმულობა გვევლინება.