TREND: დეკორატიული სარჭები ხუჭუჭა თმებში
რადიკალურად განსხვავებული ტრენდების ჭიდილია თმის ვარცხნილობის დეკორს შორის, თუმცა ყველა თანხმდება, რომ პირველი - ბუნებრივობაა. ორმაგად მოდური კი ხუჭუჭა გოგონები გამოდიან, რომელთა თმაც გაფორმებულია მეტალის სარჭებით და მარგალიტის თვლებით. რაც უხვად ვიხილეთ მოდის კვირეულის სტუმრების მაგალითზე.
Honey Birdette თეთრეულის კამპანია 'London Calling'
ავსტრალიური retailer ბრენდი Honey Birdette სექსუალური და მაცდური კამპანიით წარმოგვიდგენს ახალი ინტიმური თეთრეულის კოლექციას 'London Calling', რომლისთვისაც ორი ულამაზესი: Dioni Tabbers & Charlie Dupont გერმანელი და ფრანგი მოდელი პოზირებს. Honey Birdette უკვე 55 მაღაზიითაა წარმოდგენილი მსოფლიოს გარშემო.
M.Marquise 2019 წლის საქორწილო კოლექცია
M.Marquise-ის 2019 წლის საქორწილო კოლექცია გადმოსცემს ქალის მრავალფეროვან ხასიათს: კლასიკური, ელეგანტური, რომანტიული, ამავდროულად კეკლუცი, თანამედროვე და გაბედული! კოლექცია გადაწყვეტილია თეთრ და მბზინავი კრისტალებით დატვირთულ კრემისფერ ფერში, მოიცავს გრძელ და მოკლე სადღესასწაულო კაბებს, ასევე კოსტუმებს!
როგორ შევივერცხლოთ თმა; ჭაღარა თმის მშვენიერება
ჟურნალ FASHION-ის გამოცემამ მოამზადა სტატია, რომელიც ჭაღარა თმის მშვენიერებას ეძღვნება. გადაღებისთვის მოდელების თმა სპეციალურად შეივერცხლა, სტატია კი წარმოადგენს რეკომენდაციას თუ როგორ მივიღოთ ამგვარი ეფექტი, თუ კი ჯერ ბუნებრივად არ შემოგვპარვია ჭაღარა.
სელებრითები მოდის კვირეულზე
ნიუ იორკი, პარიზი და მილანიდან მოდის კვირეულმა სხვა ქალაქებში გადაინაცვლა და მალე ქართველი დიზაინერების შემოდგომა-ზამთარი 2020 წლის კოლექციებს თბილისშიც ვიხილავთ, მსოფლიოს მოდის კვირეულის განრიგის მიხედვით 2-6 მაისს გაიმართება: Mercedes-Benz Fashion Week TBILISI.

ჩვენებებისთვის დიზაინერები მოსაწვევებს უგზავნიან ერთგულ კლიენტებს, ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს: ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ბაიერებს და ცნობილ ადამიანებს, რომლებიც ხშირად ბრენდის სარეკლამო სახეს წარმოადგენენ. გადავავხედოთ ნიუ იორკ, პარიზსა და მილანში გამართულ ჩვენებებზე მიწვეული სტუმრების ამსახველ ფოტოებს, რომელთაც ხშირ შემთხვევაში იმ ბრენდის სამოსი მოსავთ, რომლის ჩვენებასაც ესწრებიან - თანაც უახლესი კოლექციიდან! ამგვარად front row-ც გარკვეულწილად პოდიუმის ნაწილია...