TATUNA ss19 editorial by Beqa Chokoshvili
ტატუნა ნიკოლაიშვილის SS19 კოლექციის ედითორიალ-გადაღება
ფოტოგრაფი: ბექა ჩოქოშვილი

მოდელი: ანი გავვა
ვიზაჟი: ლუჩია დევიჯევა
Maia Javakhishvili: Fashion Jewelry
მაია ჯავახიშვილის სამკაულებმა კარგა ხანია მიიპყრო თბილისელ მოდის მიმდევართა ყურადღება, ასევე წარმატებით სარგებლობს უცხოეთში. მაიას ინსტაგრამს ულამაზესი ილუსტრირებული ესკიზები და ცხადყოფილი სამკაულები ამშვენებს.

"დიდ სიამოვნებას მანიჭებს მუშაობის პროცესი, დასრულებისას შეფასების მხოლოდ ერთი კრიტერიუმი მაქვს - ვიხმარ თუ არა მე თავად ან ჩემი ქალიშვილი შექმნილ ნივთს? მომწონს მისი გემოვნება და ხშირად ვეკითხები აზრს, რადგანაც ვთვლი რომ ახალგაზრდებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის."
Dots გაზაფხული 2019 წლის კოლექცია
წარმატებული ქართული ბრენდი Dots წარმოგვიდგენს 2019 წლის გაზაფხულის კოლექციის ლუქბუქს, რომელიც უხვად არის დაკომპლექტებული დენიმის კაბებით, კოსტუმებით, კოტონის ბლუზებით და აქსესუარებით, მათ შორის მზის სათვალეებით. თითოეული ნივთი წარმოებულია საქართველოში და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა.
„დროის კაფსულა“: სამკაულად ქცეული ბავშვის ნახატები
ახალი სტარტაპი: „დროის კაფსულა“ ექსკლუზიურ სამკაულებს ამზადებს, რომლის ინსპირაციას ჩვენი პატარების ნახატები წარმოადგენს!

იდეა, გაეცოცხლებინათ ყველაზე ძვირფასი - შვილების შემოქმედება ორ მეგობარს – ნინო ბუჟგულაშვილსა და ნინო გიგინეიშვილს ეკუთვნით. „დროის კაფსულა“ პატარა მხატვრების პირველ შედევრებს თქვენს საყვარელ სამკაულად აქცევს. იყენებენ უმაღლესი ხარისხის (925) ვერცხლის სინჯს, რომელიც შემდგომ ნახატის მიხედვით, ამერიკული მშრალი მინანქრის მასალით ფერადდება.
Fabriche გაზაფხული 2019 კოლექცია
ქართული წარმოების ბრენდის: Fabriche კოლექციები უმაღლესი ხარისხის ქსოვილებით იქმნება, რომელიც შეესაბამება წარმატებული და გემოვნებიანი ქალბატონის მოთხოვნებს. სამოსი გამორჩეულ კლასიკურ დიზაინთან ერთად მაქსიმალურად კომფორტული და ამავდროულად ყოველდღიურია.

ფებრიში ხელწერისა და ხარისხის გათვალისწინებით მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში, დღეს ბრენდს 2 ატელიე აქვს ბათუმსა და თბილისში!