Muzaradi - თავსაბურავები მებრძოლის სტილში, ქართველი დიზაინერისგან
MUZARADI - 2017 წელს საქართველოში, ქეთევან ხერხეულიძის მიერ დაარსებული ბრენდია, რომელიც აწარმოებს მუზარადის სტილის თავსაბურავებს. ქეთევანის შემოქმედება შთაგონებას საკუთარი ბავშვობიდან და უფრო შორეული ისტორიიდან: შუა საუკუნის მებძროლების აღკაზმულობიდან იღებს, ბრენდის სახელიც - მუზარადი სწორედ მებრძოლის თავსაბურავს აღნიშნავს. ლოგოს კი დიზაინერის საგვარეულო გერბი წარმოადგენს, რომელზეც გამოსახულია: ნახევარმთვარე, ყვავილი და გემი.

მუზარადის ქუდები, პანამები და საწვიმარი ლაბადები შექმნილია სხვადასხვა მატერიებით: ნაქსოვი, ვილვეტი, ხავერდი, აბრეშუმი, ხელოვნური ტყავი. ბრენდი მაღალი მოდის წრეს განეკუთვნება, ის უკვე წარმატებით იყიდება თბილისში, მოსკოვსა და პარიზში.
NEKI Accessories სამკაულები ბათუმიდან
NEKI Accessories : საქართველოში, ბათუმიდან აწარმოებს ულამაზეს სამკაულებსა და აქსესუარებს. დიზაინერმა 2015 წლიდან დაიწყო ბისერებისგან სამკაულების აწყობა, მაშინ მისი ქალიშვილი 2 წლის იყო, საყვარელი ხელსაქმე კი დეკრეტში მყოფი ეკონომისტისთვის მალე მთავარ საქმიანობად იქცა. ნატალია იყენებს ხარისხიან ბისერებსა და ნახევრად-ძვირფას თვლებს, დიზაინერის მიზანია სამკაულების მშვენებით რაც შეიძლება დიდხანს დატკბენენ ქალბატონები და ბიჟუტერია ესთეტიურად ძვირფას სამკაულად აქციოს.
TM group laboratory - ჯინსის საწარმო საქართველოში
საქართველოში კომპანიამ "TM group laboratory" 2018 წლიდან დაიწყო ჯინსის წარმოება და უნიკალურია, როგორც კონცეფციით ასევე ტექნოლოგიით. კომპანიამ ითანამშრომლა ქართველ დიზაინერებთან (მათ შორის თამუნა ინგოროყვა და დალოოდი) ჯინსის მასიური წარმოების კუთხით.

ლაბორატორიაში არსებული ჯინსის მოდელები,ნებისმიერი ტონალობის ფერის დენიმი, დეკორირება და ხელმისაწვდომი ფასი, საშუალებას აძლევს ადამიანს ფანტაზია ხელშესახები გახადოს და ინდივიდუალურად შექმნას სასურველი მოდელი.
MACHABELI მომავლის სილუეტები ვინტაჟის ელემენტებით, SS19 კოლექცია
მაჩაბელი ჯგუფი არის მაგალითი იმისა თუ როგორ იქმნება იდეა და ამ იდეის შესატყვისი რეალობა. დიზაინერ, მარიამ მაჩაბლის ნამუშევარი კარდინალურად ახალი ხედვაა ქართული მოდის განვითარების დღევანდელ ეტაპზე. მომავლის სილუეტები ვინტაჟის ელემენტების შერწყმით ელეგანტურ სამოსში განხორციელებულია დახვეწილი თარგით, იშვიათი და ექსკლუზიური ქსოვილებით. ქალის ტრადიციულ სინატიფეს თანამედროვეობის ხატად აქცევს. წარმოგიდგენთ ქართული ბრენდის 2019 წლის ზაფხულის კოლექციის ედითორიალს.