Hamda AlFahim-ის HAUTE COUTURE საღამოს კაბების კოლექცია
HAMDA AL FAHIM -ის 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის შექმნილი HAUTE COUTURE საღამოს კაბები მზის ჩასვლის ფერთა პალიტრაში გაიშალა, კოლექციის სახელიც "Sky Inspired" გახლავთ. არაბი დიზაინერი უძვირფასეს ქსოვილებს, ბუმბულებს და თვლებს იყენებს. თბილი ნარინჯისფერი და ვარდისფერი ერწყმის ცისფერს და ზაფხულის პირველ დღეებზე მიგვანიშნებს. მისი წინა კოლექცია კი პოეზიით იყო შთაგონებული.
მხურვალე ზაფხული Givenchy Beauty-სგან
Givenchy Beauty ზაფხულის სეზონისთვის ახალ ფერებს წარმოადგენს. ფრანგული ბრენდის, მაკიაჟის ხაზის კრეატიულმა დირექტორმა Nicolas Degennes-მა 2019 წლის ზაფხულის კოლექციას Solar Pulse უწოდა. ის ნარინჯისფერისა და ლურჯის კონტრასტზე თამაშობს და გარუჯულ კანს იდეალურად წარმოაჩენს!