ლალოს კოლექცია ჰერბარიუმის ესთეტიკით AW19/20
ლალოს შემოდგომა-ზამთარი 2020 წლის კოლექციის ინსპირაციას ბუნების ძღვენი წარმოადგენს. დიზაინი იმეორებს ენციკლოპედიის ჩანახატების და ჰერბარიუმის ესთეტიკას, რომელიც ნაქსოვებში აისახება საგანგებოდ შეგროვებული მცენარეების მსგავსად. ყვითელი, იასამნისფერი და ტყის მწვანე ფერები უბრალოდ და ძალდაუტანებლად, ჰარმონიულ ატმოსფეროში ერწყმის ერთმანეთს და გერმანული რომანტიზმის ლიტერატურულ ენაზე მეტყველებს. კოლექცია შექმნილია ქართული ხალხური რეწვის მდიდარი ტრადიციების დაცვით და თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი.