Lado Bokuchava შემოდგომა 2019, MBFW
გამორჩეული და წარმატებული ქართველი დიზაინერი ლადო ბოკუჩავა მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე 2019 წლის შემოდგომის კოლექციას წარადგენს. კამპანია ფოტოგრაფმა თორნიკე აივაზიშვილმა აწარმოა, მოდელ ანა კვარაცხელიას Make up institute Georgia-ს ვიზაჟისტის ანა თოდუას მიერ შექმნილი შესანიშნავი იმიჯი ამშვენებს.
Levau Shvelidze lookbook FW19/20
„be next fashion design contest 2018“-ის გამარჯვებული ლევაუ შველიძე წელს მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის შოურუმში პრეზენტაციით წარსდგება! მისი კოლექცია უნისექსია, ახალგაზრდა დიზაინერისთვის აქტუალურია ქვიარ სამყარო, სქესთა შორის წაშლილი სხვაობა და ამავდროულად მკვეთრი ინდივიდუალიზმი.

Love,
death &
neon komorebi

"ამ კოლექციაშიც გავაცოცხლე ჩემი ანდროგენული გარეგნობის პერსონაჟები, გმირები და ჯადოქრები, რომლებსაც ბავშვობიდან ვხატავ. ფერადი უტოპიური სამყარო სადაც ისმის მუსიკა, ასევე არის სიყვარული, სიკვდილი და ნეონის კომორები ანათებენ. ტანსაცმელი კი, რომელიც ჩემს მეხსიერებაში იქმნება რეალიზდება უნისექს გარდერობის სახით."
Irma de Flore-ის პერფორმანსი "Silent Garden" თბილისის MB მოდის კვირეულს ხსნის
ფოტოხელოვან და დიზაინერ ირმა შარიქაძის კოლექცია პერფორმანსის სახით იქნება წარმოდგენილი მწერალთა სახლში. "Silent Garden" -ით თბილისის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული სტარტს აიღებს. პერფორმანსი ეძღვნება ცნობილ ფილანტროპისტ დავით სარაჯიშვილს და 20th საუკუნის საქართველოს. Irma de Flore-ს კოლექცია ასახავს ყვავილოვან ატმის ბაღს, ფოტოსესია თავად გამართა დიზაინერმა კახეთის ველზე. კოლექცია შექმნილია ნატურალური აბრეშუმის, შიფონის, ორგანზა, ხავერდის ხარისხიანი ქსოვილებით, რომელშიც გაზაფხულის სიოს და მზეს თავისი ელვარება და გამჭვირვალება შეაქვს.