MBFW თბილისი: RTW შემოდგომა 2019 წლის სეზონისთვის, ნაწილი 3
ირაკლი რუსაძემ Situationist-ის კოლექცია საქართველოს ქრონიკების მუზეუმის ღია ცის ქვეშ წარუდგინა პუბლიკას, ის მართლას საქართველოს ქრონიკებს ასახავდა. Vaska და Blikvanger-მაც ქალისა და მამაკაცის 2019 საშემოდგომო კოლექცია წარმოგვიდგინეს. მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე Materiel-ის მოდის სახლისთვის კიდევ ერთმა დიზაინერმა იმუშავა: Materiel by Aleksandre Akhalkatsishvili. მასკულანური შტრიხებით გამოირჩეოდა Elénny, TEYO და Liya, Tamara Kopaliani კი ფერადოვნებით და ქაოტურობით.
MBFW თბილისი: RTW შემოდგომა 2019 წლის სეზონისთვის, ნაწილი 2
George Keburia, Lako Bukia, Dalood, Ingorkova, Djaba Diassamidzeდა Bessarion-ის ჩვენებებმა განსაკუთრებულ გარემოში ჩაიარა, მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე ქართველმა დიზაინერებმა სტუმრები ალტერნატიულ ლოკაციებზე მოიხმეს. გიორგი ქებურიას გულებით მოჭედილი კოლექცია სასტუმრო MOXY-ში გაიმართა, ლაკო ბუკიას კოლექციის ჩვენება ვერის ბაღში კალათბურთის მოედანზე, მაკა კვიციანმა Dalood-სთვის სტუმრები ელიავაზე "ცეკას გარაჟებში" მიიწვია, თამუნა ინგოროყვამ საკონცერტო დარბაზში, ჯაბა დიასამიძემ რეტრო სტილის ჩვენება მწერალთა სახლში გამართა. ბესარიონმა კი დახურა მოდის კვირეული.
დათუნა სულიკაშვილი: საბალეტო დასისთვის შექმნილი სამოსი და არამარტო
MBFWTbilisi
Datuna Sulikashvili

თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ის მეოთხე დღე დათუნა სულიკაშვილმა ეფექტურად დახურა. ქართველმა დიზაინერმა მაყურებელი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიპატიჟა, რაც ჯადონური საღამოს წინაპირობა თავისთავად გახდა. მთლიანად გავსებული დარბაზი საოცრების მოლოდინში გაფაციცებით შეჰყურებდა წითელ ხალიჩასა და სცენას.

@gyox37
MBFW თბილისი: RTW შემოდგომა 2019 წლის სეზონისთვის, ნაწილი 1
წარმოგიდგენთ მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე Lado Bokuchava, Janashia, Anouki, Mariam Gvasalia, Lalo და Materiel-ის მოდის სახლის მიერ წარმოდგენილი შემოდგომა 2019 წლის სეზონისთვის განკუთვნილი RTW კოლექციების ჩვენებების ფოტო-მიმოხილვას. ადვილად შენიშნავთ ქართველი დიზაინერების ნამუშევრებში ჭარბობს კოსტუმის კაბა-ანსამბლების და გრძელი პალტოების ტრენდი.