LALO, SS 2020
ლალო დოლიძე ახალი კოლექციის შთაგონებას 70-იანი წლების დისკო ერადან იღებს. მხიარული და თამამი, მბზინავი დეტალები ერწმის ბრენდის სახასიათო ნაქსოვ კარდიგანებს და შემოსაზღვრულია ფართო მხრებითა და კოვბოი-ჩექმებით.
Vetements ახალგაზრდა ტალანტების განვითარებისთვის დაფინანსებას გამოყოფს
მას შემდეგ, რაც სექტემბერში დემნა გვასალიამ საკუთარი დაარსებული ბრენდი დატოვა, Vetements გურამ გვასალიას ხელმძღვანელობით სიახლეს აანონსებს: Vetements აარსებს პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ახალ ტალანტებს. Vetements გამოყოფს co-working სივრცეს: სტუდენტებს ჩაუტარდებათ ლექციები მოდის ინდუსტრიის შესახებ და მათ დაეხმარებიან ფინანსების მოძიებასა და მართვაში. გურამ გვასალიამ ეს სიახლე ნიუ იორკში ჩატარებულ Apparel & Retail CEO სამიტზე განუცხადა პრესას. პლატფორმა მომავალ წელს დაიწყებს ფუნქციონირებას. ეს პლატფორმა ახალი ტალანტების მოძიებასა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის იქნება მიმართული. პროექტის მიზანია დამოუკიდებლად შეიქმნას ცალკეული ბრენდები, რომლებიც ვეტმოს მძლავრ ბრენდს დაეყრდნობიან.