ANOUKI: კოლექციის ჩვენება ვაკის პარკში
ANOUKI, RTW spring-summer 2020
Mercedes-Benz Tbilisi FW


ანუკი არეშიძის ჩვენება Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში ღია ცის ქვეშ, ვაკის პარკის ცენტრალურ ნაწილში ჩატარდა. დიზაინერმა მოწვეულ სტუმრებს პატარა ნერგები დაურიგა, მოსაწვევს კი დიდი ასოებით ეწერა: "თითოეული მცენარე მნიშვნელოვანია!" შადრევანის და ბზის ხეივნის ფონზე მოწყობილ ყვითელ პოდიუმზე ორმოცზე მეტი მოდელი ვიხილეთ. როგორც წინა სეზონებზე, ანუკიმ აქცენტი ისევ ნათელ ფერებზე და ყვავილოვან პრინტებზე გააკეთა, რამდენიმე შავის დანართით. ჩვენება გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლების" თანხლებით დაიხურა.
SITUATIONIST: ირაკლი რუსაძის მორიგი ეკლექტიკა
ირაკლი რუსაძემ თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში ახალი კოლექცია წარმოადგინა. ქართველმა წარმატებულმა დიზაინერმა ლოკაციად თბილისის ცენტრალურ ნაწილში ერთი ძველი შენობა არჩია, სადაც სარემონტო სამუშაოების პროცესი მიმდინარეობდა. ორ სართულზე განაწილებულ მისტიკურ გარემოში შეკრებილმა საზოგადოებამ 56 მოდელი იხილა. Situationist-ის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია ყველას სითამამით დაამახსოვრდება, ეხება ეს ჭრილებს თუ ფერებს. დიზაინერი არ ღალატობს თავის საყვარელ მასალას - ტყავს და ამჯერადაც წარმოგვიდგენს მას სხვადასხვა ფორმით. რაც შეეხება კაბებს, ირაკლი რუსაძემ ამჯერადაც არაორდინალურ ფორმებს და ჭრილებს მიმართა და კაბები თხელი ქსოვილისგან ყველანაირი სიმკაცრისგან დაცლილი წარმოადგინა.
MBFW თბილისი SS20: გამორჩეული და პროვოკაციული კოლექციები ქართველი დიზაინერებისგან
მერსედეს ბენცის მოდის კვირეული ჰელოუინის დღეებს დაემთხვა, რომლის განწყობაც აკა ფროდიაშვილის და ლევან შველიძის კოლექციას 2020 წლის ზაფხულამდე გაყვება. წარმოგიდგენთ MBFW-ის პროვოკაციულ და არასტანდარტულ კოლექციებს დიზაინერებისგან: Aka Prodiashvili, Levau Shvelidze, Tamara Kopaliani, Tamra x Tamraskateboards, Blikvanger, David's Road RTW ზაფხული 2020, MBFW თბილისი
MBFW თბილისი: ავთანდილი, ბიჭოლა, დათუნა და ბესარიონი!
განსაკუთრებულად ელოდა პუბლიკა ცნობილი ქართველი დიზაინერების ჩვენებებს MB თბილისის მოდის კვირეულზე. ავთანდილი, ბიჭოლა, დათუნა და ბესარიონის სახელები უკვე კარგა ხანია ცნობილია საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ამიტომ მათი ჩვენება უცხოურ პრესაშიც აქტიურად გაშუქდა. თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართული კოლექციით დაგვიბრუნდა ბიჭოლა, აქვე გვიმასპინძლა ავთანდილმაც. დათუნა სულიკაშვილმა კვლავაც ალტერნატიული სივრცე აირჩია: ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი. მის პოდიუმზე ამჯერადაც მრავალმა ცნობილმა ქალბატონმა მოიყარა თავი. silk factory-ში გვიმასპინძლა წარმოშობით ქართველმა დიზაინერმა - ბესარიონმა, რომელიც უცხოეთშიც მსგავსი წარმატებით მოღვაწეობს.

MBFW თბილისი: RTW ზაფხული 2020
DATUNA, Avtandil, BICHOLA, Bessarion!