LADO BOKUCHAVA, SS20
MBFW თბილისი:
LADO BOKUCHAVA
RTW ზაფხული 2020

ლადო ბოკუჩავამ მორიგი დამოუკიდებელი კოლექცია წარმოადგინა
მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე. მე-16 საუკუნის კორსეტის დეტალებით გამყარებული კოსტუმის ანსამბლები და კაბები დიზაინერმა თავისუფლად დრაპირებული შარფის ტიპის ტოპებით შეკრა. დეკორირებული გრძელი ხელთათმანები და პარაშუტი-კაბები კოლექციას ფემინურ შტრიხებს მატებდა.
MBFW თბილისი: მრავალფეროვანი ზაფხული 2020
განსაკუთრებით ველოდით თამუნა ინგოროყვას, მაკა კვიციანის და დები-მაჭარაშვილების კოლექციას მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე. ქართველმა დიზაინერებმა მრავალფეროვანი კოლექციები წარმოგვიდგინეს: ლაკო ბუკიამ გასაოცარი ქსოვილები შექმნა; Dalood-მ ნაქსოვი სვიტერები და კოქტეილის კაბები, ინგოროყვამ კი ტყავისა და დენიმის მატერიის ძლიერი მხარე წარმოგვიდგინა. თაკო მექვაბიძე ულამაზეს პრიალა ანსამბლებს გვთავაზობს საღამოს წვეულებისთვის, MACH&MACH-ც როგორც ყოველთვის სადღესასწაულო განწყობაზეა! მაშინ როდესაც, ბაბუხადიას კოლექციას "utility" cool vibes უჭირავს.

MBFW თბილისი: RTW ზაფხული 2020
INGOROKVA, Mach & Mach, DALOOD, Babukhadia, Aka Nanita, Lako Bukia, Tako Mekvabidze, Nemsen
Blikvanger 2020 Spring/Summer
Blikvanger-ის კოლექცია არასდროს ემყარება კონკრეტულად ერთ სპეციფიურ თემატიკას. თავისი მრავალფეროვნებით ქართული ბრენდი ამსხვრევს სტერეოტიპებს, რომელიც ადამიანებს ათავისუფლებს და გამბედაობას მატებს. თავდაჯერებულობა, ფერთა პალიტრა და გაბედული ფორმები ამ წლის კოლექციაში უკვდავების ვაშლის ფანტაზიის ჟანრის ირგვლივ ვარირებს. 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში ნაქსოვ ჯემპერებთან ერთად წარმოდგენილია ტყავის პალტოები და კაბები მბზინავი აპლიკაციებით.
Ananana - მუტაციური ქუდები
აქსესუარების და ქუდების დიზაინერ Ananana კოლექციის თემაა მუტაცია, როგორც ადამიანის ტრანსფორმაციის უხეში ფორმა. Ananana-ს კოლექციის მოდელებმაც მუტაცია განიცადეს, ისინი არ არიან უბრალოდ ქუდები.... კოლექციის პრეზენტაციისთვის ანა-ნანა ჩიკვილაძემ, ქართველ მოქანდაკე ირაკლი მიზრახი-ბერიასთან ერთად შექმნა 2 მეტრიანი ქანდაკება, სპეციალურად MBFW-სთვის.
GIAMBATTISTA VALLI x HM უკვე თბილისშია!
H&M-ის ყველაზე ამბიციური კოლაბორაცია;
Giambattista Valli x H&M 7 ნოემბრიდან
„გალერია თბილისი“ H&M-ის მაღაზიაში!


GIAMBATTISTA VALLI x HM  უკვე თბილისშია!

თბილისში, მწერალთა სახლში, იტალიელი დიზაინერის ჯამბატისტა ვალისა და შვედური ბრენდის H&M-ის კოლაბორაციის აღსანიშნავი წვეულება გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა კოლექცია სპეციალურად პრეზენტაციისათვის შექმნილი ჰოლოგრამული ვიდეო ინსტალაციის სახით იხილეს.

კოლექციის გლობალური წარდგენა 24 ოქტომბერს რომში გაიმართა, რის შემდეგაც პროექტის პრეზენტაცია უკვე მსოფილიო მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაშიც გაგრძელდა. თბილისური პრეზენტაციის მთავარი თემა კოლექციის სიმბოლო “გული” გახლდათ, რაც მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა სახით, დეკორის ელემენტებში დახვდათ წარმოდგენილი. მწერალთა სახლის გამორჩეული ინტერიერი იდეალურად შეერწყა კოლექციის განსაკუთრებულ ხასიათს. 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო კოლექციის საზეიმო წარდგენას.