Matériel Tbilisi, SS20
MBFW თბილისი:
Matériel
RTW ზაფხული 2020

Matériel-ის მოდის სახლის 2020 წლის გაზაფხულის კოლექციაზე დიზაინერმა ალექსანდრე ახალკაციშვილმა იმუშავა, რომელმაც ამ სეზონზეც ერთდროულად ორი კოლექცია წარმოგვიდგინა მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე (ერთი საკუთარი სახელით). დიზაინერი არ შეუშინდა ფერებს და ქოლორბლოქინგითაც დატვირთა ტყავის მატერიები. პალტოები, პიჯაკები და საღამოს კაბები - თავის მრავალფეროვნებაში არ ჩაიკარგა კოლექციის ხასიათი. Matériel უდავოდ ყველაზე მძლავრი და მდგრადი, ფავორიტი მოდის სახლია საქართველოში.
NINO SEPO - "LIFE AS A GEOMETRY"
სამკაულების დიზაინერ ნინო სეფიაშვილის კოლექცია 2020 წლის ზაფხულისთვის, წარმოდგენილი თბილისის MB მოდის კვირეულის ფარგლებში.
LIFE AS A GEOMETRY
"ისტორიები როგორც წრფეები და ადამიანები როგორც წერტილები. გეომეტრიულად ორ წერტილს შორის ყოველთვის ივლება ერთი წრფე წრფეები არს​ებობს გადამკვეთი პარალელური აცდენილი ისევე როგორც ისტორიები"...
GEORGE KEBURIA - SPRING/SUMMER 2020
წარმატებული ქართველი დიზაინერის, GEORGE KEBURIA 2020 წლის ზაფხულისთვის განკუთვნილი კოლექცია სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე SOLO-ს ფილიალში გამართული ულამაზესი შოუ-ჩვენებით. ამჯერად კი წარმოგიდგენთ კოლექციის ლუქბუქს, სადაც უკეთ ფოკუსირებას მოახდენთ მხოლოდ სამოსზე და აქსესუარებზე. კოლექციის შექმნა გიორგის 80-იანების საპნის ოპერებმა, ანუ სერიალებმა შთააგონა, სადაც დრამებით გაჟღენთილი საშუალო ხნის ქალბატონების ცხოვრება სკანდალების მიუხედავად მუდამ მოწესრიგებულად მიედინება. ქებურია ახალ სეზონზე 3 ტიპის oversized-ფორმის მზის სათვალეებს წარმოგვიდგენს: მრგვალ, D-ჩარჩო და მართკუთხა ფორმით. ასევე დიზაინერი უხვად გვთავაზობს ჩანთებს!