JANASHIA - SPRING/SUMMER 2020
დიზაინერი გვანცა ჯანაშია მის ახალ კოლექციაზე მუშაობისას შთაგონებას 60-იანი და გვიანი 70-იანი წლებიდან იღებს, სიახლეს კი დეკონსტრუირებული ფორმებით მიაღწია. ფუტურისტული ჭრილები აისახა მის სამკაულებსა და აქსესუარებშიც, რომლებიც კოლექციის ძლიერ მხარეს წარმოადგენს. დიზაინერი გვიმხელს, რომ კრეატიული პროცესი სპონტანური სკეჩებით იშვა. ჯანაშიას იმპროვიზირებული ზაფხულის კოლექციისთვის გამოყენებულია ჟაკარდის, ბამბისა და ორგანზას ქსოვილები, სამკაულების ფორმა კი ქვების ასიმეტრიას იმეორებს და თვალნათლივ გვანახებს, თუ როგორ შეუძლია მცირე დეტალებს სილუეტის გამოცოცხლება.
თბილისის MB მოდის კვირეულის მიმოხილვა ინსაიდერებისგან
დასრულდა მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეული, რომელსაც ორგანიზებას სოფო ჭყონია უწევდა. ქართველმა დიზაინერებმა მრავალფეროვანი კოლექციები შემოგვთავაზეს და დადებითად გაშუქდა მსოფლიო პრესაში, მოდის კვირეულის ორგანიზების საკითხი მაღალ საფეხურზე იდგა. თბილისის პოდიუმს დაუბრუნდნენ ავთანდილი და ბიჭოლა!

წარმოდგენილი კოლექციების წარმატებაზე პოდიუმს მიღმა ნანახი ლუქები მეტყველებს. მოდურმა ქალბატონებმა და უცხოერმა ბლოგერებმა უმალ მოირგეს სამოსი და აქსესუარები ქართველი დიზაინერების უახლესი კოლექციებიდან. კვირეულის შეჯამება კი მოდის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს მივანდეთ, EDITORIAL.ge-მ სთხოვა მათ გაენდოთ შთაბეჭდილებები და დაესახელებინათ ფავორიტი კოლექციები