ვარცხნილობების იდეა კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩიდან
2018 წლის კანის კინოფესტივალი დასრულდა, თუმცა შეგვიძლია ცერემონიალის ფოტოები პრაქტიკული კუთხით გამოვიყენოთ. წარმოგიდგენთ ტოპ 8 ვარცხნილობას, რომლებიც სხვადასხვა შემთხვევისთვის გამოგადგებათ.

კრისტენ სტიუარტი 2018 წლის კანის სილამაზის მუზად შეიძლება დავახასიათოთ. მსახიობი ყოველდღე ორიგინალურ იმიჯს ირგებდა და იმაშიც კი დაგვარწმუნა, რომ მოკლე თმას ბევრი რამ შეუძლია.
როგორ გავიმეოროთ ტუჩის მაკიაჟის მთავარი ტრენდები
უკანასკნელი სეზონების განმავლობაში, ვიზაჟისტები დიდ ყურადღებას თვალებსა და კანს უთმობდნენ. როგორც ქნა, ტუჩები თამაშს დაუბრუნდა! წარმოგიდგენთ ხერხებს, ეფექტებსა და სილამაზის პროდუქტებს და მათი შექმნის საიდუმლოებებს.

5 საგაზაფხულო ტრენდი და
მათთვის საჭირო პროდუქტები
Met Gala 2018: საუკეთესო მაკიაჟი და ვარცხნილობა
მაისის პირველი კვირა მსოფლიო მოდაში გრანდიოზული მოვლენით დაგვირგვინდა - მეტროპოლიტენის მუზეუმში კოსტიუმების გალა საღამო მოეწყო, სადაც თითქმის მთელი ჰოლივუდი შეიკრიბა. ღონისძიების თემა კათოლიკური წარმოსახვა გახდა, რომელიც მოდასთან უნდა გადაკვეთილიყო. ვარსკვლავებმა სამოსის გარდა, ყურადღება მაკიაჟსა და ვარცხნილობაზეც მნიშვნელოვნად გაამახვილეს.


ყვითელი და სველი ვარდისფერი მაკიაჟში
მიმდინარე ტრენდი - მკაფიო ყვითელი თვალის ჩრდილი, ალბათ ლუქია რომლის დაბრუნებასაც თავად ვიზაჟისტებიც ვერ იწინასწარმეტყველებდნენ. მსგავსმა მაკიაჟმა, წინამორბედი პინ-აპ გოგონების სტილისგან განსხვავებით, სულ სხვა იერით დაიმკვიდრა თავი. სველ ვარდისფერ ჩრდილებთან ერთად ყვითელ ფერში შესრულებული მაკიაჟი შეგვიძლია მილენიალების თაობის ფავორიტ და სახასიათო ლუქად დავასახელოთ, რომელიც ერთდროულად გაბედული, ინოვაციური და რეტრო იმიჯის მატარებელია.

მთავარ ტრენდსეტერად ულამაზესი ქერათმიანი მსახიობი, მარგო რობი მოიაზრება. თუმცა ყვითელი ჩრდილები ასეთივე წარმატებით უხდებათ შავგრემავ და ყავისფერთვალება გოგონებს.
სილამაზის ტრენდი: პასტელური მაკიაჟი
თბილი, მზიანი ამინდის დადგომით ნამდვილ გაზაფხულს უფრო და უფრო შევიგრძნობთ და ნელ-ნელა ზაფხულსაც ვუახლოვდებით. წარმოგიდგენთ სეზონის ყველაზე ნაზ მაკიაჟის ტრენდს - პასტელური ფერები სახეზე ეფექტური და პოპულარულია. მსგავსი მაკიაჟის გაკეთებას 2-3 საშუალების დახმარებით შეძლებთ.

ვიზაჟისტები ფართოდ გვთავაზობდნენ პასტელურ ტონებს. მსუბუქი ხაზებიდან გრაფიკულ ჭრილებამდე - თქვენ წინაშე დიდი არჩევანია. თუმცა, სეზონის ყველაზე მოდური ვარიანტი დრეიპინგის ეფექტია: შესამჩნევი გადასვლა თვალების კუთხეებიდან ლოყების ძვლებამდე. ასეთ ეფექტს პუდრითაც მიაღწევთ.
ინსტა ტრენდი: ომბრე წამწამებზე
ინსტაგრამის ბლოგერებმა მორიგი უჩვეულო და არაორდინალური ტრენდი აიტაცეს

#mermaidlashes-ის ტექნიკა, როცა ვიზაჟისტი წამწამებზე სხვადასხვა ფერს ამატებს, ისტაგრამზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით პოპულარული ერთი თამამი ტრენდია: ომბრე წამწამებზე. ყველაფერი მარტივია - წამწამებს ისე ღებავენ, რომ მათი ძირები მუქი რჩება, ბოლოები კი ცისფერი, მწვანე, იასამნისფერი, ვარდისფერი - რაც უფრო ღია, მით უკეთესი.
როგორ გამოვიყურებოდეთ საუკეთესოდ: ვარსკვლავების კოსმეტოლოგის 12 რჩევა
კოსმეტოლოგი ჰეროლდ ლანსერი თვლის, რომ კანის იდეალურ კონდიციაში ყოფნა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელია. მას ჰოლივუდის ლამაზმანებს შორის წარდგენა არ სჭირდება. ჰეროლდი პირად კონსულტაციებს უტარებს ვიქტორია ბექჰემს, ბიონსეს, კიმ კარდაშიანს და ა.შ. თავის მოვლის საკუთარი ხაზი აქვს და სენსაციურ მეთოდებზე ბესტსელერებს წერს. მისი წყალობით ჯენიფერ ლოპესი და სკარლეტ იოჰანსონი წლების შემდეგ ისევე არაჩვეულებრივად გამოიყურებიან, როგორც ახალგაზრდობაში, თუ არა უკეთესადაც კი.
მთავარი ტრენდი: ყავისფერი თმა
მიმდინარე სეზონის მთავარი მოთხოვნაა: ბუნებრიობაზე აქცენტის გამახვილება. თმის ვარცხნილობას კი რაც შეეხება, გოგონებმა, რომლებმაც გასულ სეზონებზე მოდის კანონებისდა შესაბამისად პლატინიუმ ქერა თუ ფერადი თმის ვარცხნილობების ყველანაირი ვარიანტი ვცადეთ, დროა თმა დავასვენოთ და მას ბუნებრივი ტონალობა დავუბრუნოთ. რა თქმა უნდა ინდივიდუალურობის გამოხატვა მოდიდან არასდროს გადავა, თუმცა ცოტა ხნით საკმარისია ექსპერიმენტები, დავიბრუნოთ ბუნებრივად ჯანსაღი და ძლიერი თმა.

გავიხსენოთ ყავის, კაკაოს, კარამელის და შოკოლადისფერის ელვარება! წარმოგიდგენთ 2018 წლის ყველაზე ტრენდულ თმის ტონალობას ცნობილი ქალბატონების მაგალითზე.
ფერადი ტუში გაზაფხულის სეზონისთვის
რას იტყვით მზერას ცისფერი ან იასამნისფერი შტრიხები შემატოთ? რატომაც არა?
ტუში ხომ შავის გარდა სხვა ფერიც შეიძლება იყოს.

მსგავს მაკიაჟს თავისუფლად იხდენენ გოგონები როგორც ღია პიგმენტის, ასევე ყავისფერი თვალებით. ვიზაჟისტები გვირჩევენ, თუ კი ვერ ბედავთ სრულად ფერადი ტუშით დაფაროთ წამწამები, დაიტანეთ ის მხოლოდ თვალის ცენტრში, დანარჩენი ღეროები კი სტანდარტული მუქი ტუშით შეავსეთ, ამგვარად თვალის ჭრილის მეტად გახელილ და ამონათებულ ეფექტს შექმნით.
როგორ გავზარდოთ ვიზუალურად თვალები მაკიაჟის მეშვეობით
ფერადი ჩრდილები, კონსილერის სწორი ელფერი და ტუში წამწამებისთვის - წარმოგიდგენთ ვიზაჟისტების საიდუმლოებებს თუ როგორ გავზარდოთ თვალის ფორმა შესაფერისი მაკიაჟის მეშვეობით

The Telegraph-ის გამოკითხვის მიხედვით, ტუჩებსა და თვალებს შორის არჩევანის გაკეთებისას, თუ რომელზე უნდა გაკეთოს ქალმა აქცენტი, 100-დან 85 თვალებს ირჩევს.
7 საიდუმლო ფრანგი გოგონებისგან
სილამაზის 7 საიდუმლო ახალი თაობის ფრანგი გოგონებისგან: არანაირი დიეტა, პარფიუმერული ხრიკები და სხვა სილამაზის გაკვეთილები ახალგაზრდა ლამაზმანებისგან.

"რაც უფრო ნაკლები მით უკეთესი" ფრანგი მანდილოსნების საყვარელი გამონათქვამია მაშინაც კი, თუ საღამოს წვეულებისთვის ემზადებიან. მათ იციან, რომ არ არსებობს "სწორი" და "არასწორი" სილამაზე. მნიშვნელოვანია თავს როგორ გრძნობ და არა ის, თუ როგორი ეჩვენები გარშემომყოფებს. თუმცა, ბუნებრივი იმიჯიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. პროფესიონალური კოსმეტიკური პროცედურები ნებისმიერი პარიზელი გოგონას აუცილებელი წინაპირობაა. ლეტიცია კასტას მსგავსად, საფრანგეთის მოსახლეობის უმეტესობამ კოსმეტიკის ყიდვა აფთიაქში დაიწყო. კანის ჯანმრთელობას უდიდეს ყურადღებას აქცევენ და როცა სახე კარგ მდგომარეობაშია, დეკორატიული კოსმეტიკა მინიმალური რაოდენობითაც საკმარისია.
საუკეთესო თავის მოვლის საშუალებები მსოფლიო აფთიაქიდან
ყველაზე ეფექტური, ორგანული პროდუქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კულტურიდან, delivered by amazon

ქალბატონები მუდმივ ძიებაში ვართ ვიპოვოთ ხარისხიანი და ეფექტური თავის მოვლის საშუალებები. დედამიწამ კი ეს კარგად იცის და სხვადასხვა კონტინენტზე წარმოდგენილი უნიკალური მცენარეებითა და ნივთიერებებით გვანებივრებს. და ის, რომ უმეტესობა ამ პროდუქტისა ჩვენს ადგილობრივ აფთიაქებში არ მოიპოვება, დაბრკოლებას სრულებითაც არ წარმოადგენს.

მაგალითად ეგვიპტური ნატურალური კრემი EGYPTIAN MAGIC, კორეული პროდუქცია სახის კანის გასუფთავების და მოვლის სერიიდან, Lucas' Papaw მალამოები ავსტრალიიდან დახეთქილი კანისთვის ნამდვილი აღმოჩენაა! ეს პროდუქტები Amazon-ის best seller სიაში ლიდერობენ. და რადგანაც დღეს, 21-ე საუკუნეში დისტანციური შესყიდვები ონლაინ-შოპინგის დახმარებით პრობლემას არ წარმოადგენს, გაგაცნობთ amazon.com-ის დადებითი გამოხმაურებით (positive reviews) გამორჩეულ ლიდერ პროდუქციას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის კოსმეტიკას აერთიანებს.


10 რჩევა საუკეთესო ფოტოს გადასაღებად
გსურთ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თავი ფოტოში? და თქვენი ფოტო ალბომიც გამორჩეული იყოს, ამაში ენჯელ.ჯი დაგეხმარებათ. გთავაზობთ 10 ხერხს, იმისათვის რომ ფოტოში საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ. თქვენთვის ფოტოების გადაღება აღარ იქნება დამღლელი და მოსაწყენი, ყველას შეუძლია ფოტოში საუკეთესოდ გამოიყურებოდეს!
baby face მაკიაჟის წესები
მუდამ ახალგაზრდა: baby face მაკიაჟის წესები
მირანდა ქერს, ნატალია ვოდიანოვას და სელენა გომესს არამხოლოდ პოპულარობა, არამედ სხვა რამეც აერთიანებთ: სახე, რომელსაც ასაკი არ ეტყობა. ბუნებამ გოგონები ბავშვური სახით დააჯილდოვა: ოვალური სახე, ფუმფულა ლოყები და "ალუბლის" ტუჩები - baby face-ის მფლობელებს გაუმართლათ: ასაკის კვალი მათ სახეს არ ემჩნევა.
Nail Art : გაზაფხულის ტენდეციები
მიმდინარე გაზაფხულისა და მომავალ ზაფხულის სეზონზე ფრჩხილის ლაქის მთავარი ფერები: ღია ლიმნისფერი, ცივი მწვანე, ვარდისფერი და კლასიკური წითელ-ნარინჯისფერია. მსგავსი ტონალობები თითქმის ყველა წამყვანმა ბრენდმა გამოუშვა.