როგორი უნდა იყოს კოსმეტიკა -25 წლამდე

Published: 04/02/2018 Views: 3 081


ახალგაზრდა კანის მოვლისას საუკეთესო 'anti-age' პრინციპი "ოქროს შუალედია". წარმოგიდგენთ სილამაზის 10 ხრიკს მათთვის, ვისაც 30 წლამდე რამდენიმე წელი აშორებს.

როგორი უნდა იყოს კოსმეტიკა 25 წლამდე გოგონებისთვის

25 წლამდე კანის მოვლა რთული საქმე არაა, მისი პრობლემატურობა სისტემატიურობაში მდგომარეობს. ჯერჯერობით ყველაფერი რაც თქვენს კანს სჭირდება დატენიანება და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვაა. ინტენსიური კვება, პროცესების სტიმულაცია, რთული ქიმიური პროცედურები და ყოველ კვირას კოსმეტოლოგთან ვიზიტი ჯერ თქვენ გამოწერილი არ გაქვთ. საქმე იმაშია, რომ უჯრედების მუშაობა 25 წლის შემდეგ ნელდება, სწორედ ამ პერიოდიდან გიწევთ თავის მოვლაში რადიკალური ცვლილებების შეტანა, მანამდე რამდენიმე პრინციპი უნდა დაიცვათ.




ძირითადი მოვლა

კოსმეტიკის 3 პრინციპი: გასუფთავება, დატენიანება და დაცვა.

გასუფთავება - დღეში ორჯერ, საღამოს და დილით, არ აქვს მნიშვნელობა მაკიაჟი გაქვთ თუ არა გამოყენებული, ქუჩაში გაატარეთ დღე თუ სახლში. დილას კანი მსუბუქ გამწმენდ საშუალებას ანდეთ, რომელიც მტვრის ნაწილაკებს, ოფლს, კანის ცხიმს და სხვა ღამით მიღებულ დაბინძურებას გააქრობს. თუ მაკიაჟი არ გამოგვიყენებია, საღამოსაც მსგავსად ვმოქმედებთ. თუ სახეზე კოსმეტიკური საშუალებები გვაქვს, ის საგულდაგულოდ უნდა მოვიშოროთ. თავდაპირველად კრემით ხოლო შემდეგ სერიოზული გელით.

დატენიანება -მის გარეშე რამდენიმე წლის შემდეგ კანზე პირველი ნაოჭები ჩნდება. დატენიანებით კანის დაბერების პროცესი ხანგრძლივდება. დამატენიანებელი საშუალებები სახეზე დილით და საღამოს უნდა დაიტანოთ. ყურადღება თვალების გარეშემო გაამახვილეთ.

დაცვა - გარეგნობის ერთ-ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი ულტრაიისფერი სხივებია. კანი მას სრულ წინააღმდეგობას ვერ უწევს. ულტრაიისფერი არღვევს კოლაგენს და ხელს უწობს კანის დაავადებების გამომწვევ პროცესებს. ამიტომაც სეზონის მიუხედავად, ყოველდღე აუცილებელია დაცვითი საშუალებების გამოყენება. ქალაქში ეს შესაძლებელია იყოს SPF 8-15, ხოლო სანაპიროზე არანაკლებ SPF 20.



ნაკლოვანებებთან ბრძოლა

ახალგაზრდა კანი ნაკლოვანებების მიმართ მიდრეკილია - გამონაყარი, შავი წერტილები, ფორების გაფართოება... თუ პრობლემური კანი გაქვთ, სჯობს კოსმეტოლოგთან მკურნალობის პროცედურა ჩაიტაროთ. აქ მთავარია სიტყვა "კურსი", რადგანაც ერთი ვიზიტი პრობლემას არ გადაჭრის. თერაპევტი შეგირჩევთ სწორ მოვლას, რათა სახლში პრობლემურ კანთან ბრძოლა ეფექტურად განაგრძოთ.



როგორი უნდა იყოს "ახალგაზრდული" კოსმეტიკა

10 რეკომენდაცია კოსმეტიკის შერჩევისას:

ტექსტურა. გამასუფთავებელი საშუალება არ უნდა იყოს წებოვანი და არ უნდა იწვევდეს დისკომფორტს. გაწმენდის შემდეგ სიჯანსაღის შეგრძნება უნდა დაგეუფლოთ და არა შებოჭილობის.

ასაკი. არ იყიდოთ anti-age პროდუქტები. თუ შეფუთვას 25+ აწერია, თქვენთვის არაა.

გაყავით. კარგი იქნება თუ დღის და ღამის კრემი სხვადასხვა იქნება: მათ განსხვავებული ფუნქციები აქვთ. დღის მოვლისთვის SPF ფაქტორი აირჩიეთ, ღამისთვის კი მკვებავი. არ დაგავიწყდეთ თვალის კრემი.



არ გადააჭარბოთ. პილინგებთან ფრთხილად იყავით. შედარებით მსუბუქი ვარიანტები აარჩიეთ, რომლებიც კანს ტრავმას არ მიაყენებს. ფრთხილად იყავით მჟავასთან - მათ შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიონ, განსაკუთრებით მაშინ, თუ კანი მშრალია.

დაიცავით. დეკორატიული კოსმეტიკა შეასაძლოა ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის საშუალებად მოგვევლინოს.

განკურნეთ. თუ კანი დაზიანებებისკენ მიდრეკილია, სალიცილის მჟავის შემცველი კოსმეტიკა გამოიყენეთ: ის არამხოლოდ განკურნავს მიმდინარე პრობლემებს, არამედ ახლიდან წარმოქმნასაც შეაფერხებს. მაგრამ იცოდეთ, რომ დროსთან ერთად კანი ამ ინგრედიენტს ეჩვევა და მასზე რეაგირებას წყვეტს, ამიტომაც უნდა შეცვალოთ.

ტუჩების მოვლა. მათაც სჭირდებათ დატენიანება და დაცვა. ყოველთვის თან იქონიეთ ტუჩების დამატენიანებელი ბალზამი, რომელიც ზაფხულში მზის სხივებისგანაც დაგიცავთ.



მსუბუქად უკეთესია. ახალგაზრდა კანს რთულ სტრუქტურებზე მეტად გელები, სითხეები და მუსი უყვარს. ისინი კანს უფრო მეტ საშუალებას მისცემენ ისუნთქოს.

ერთფეროვნება. სჯობს ერთი ხაზის კოსმეტიკა აირჩიოთ. ზოგჯერ შესაძლოა სხვადასხვა საშუალებები ერთმანეთს ვერ შეეწყონ.

იცოდეთ დოზა. თუ ინსტრუქციაში წერია, რომ 2-3 წვეთი დაიტანოთ, 10-15 არ წაისვათ. ამით ეფექტურობა არ გაიზრდება.