"კოსის" გაკეთების 10 ელეგანტური გზა

Published: 07/02/2018 Views: 2 182
"კოსის" გაკეთების 10 ელეგანტური გზა


ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე ამ ვარცხნილობის დემონსტრაციას ხშირად ახდენენ: "კოსა" ე.წ. ბალერინების იმიჯიდან საყოველთაო მოდაში აქტიურად და წარმატებულად დამკვიდრდა. მის მრავალფეროვან ვარიაციებს ვხედავთ როგორც Victoria's Secret-ის სუპერმოდელებზე, ასევე ბრიტანეთის სამეფოს მომავალ პრინცესაზე - მეგან მარკლიზე. როგორ შეიძლება დავტოვოთ მთავარი კონცეფცია, მაგრამ მაინც სხვადასხვა სტილი წარმოვადგინოთ?

დაბალი კოსა

ემა უოთსონმა თითქოს უბრალო, მაგრამ საკმაოდ გლამურული ვარცხნილობა წარმოადგინა, ეს კი თმის გადაყოფის ტექნიკითაც მოახდინა.



გვერდზე მოქცეული კოსა

ელეგანტური იმიჯის ვარიანტს ემი ადამსი გთავაზობთ.



რამდენიმე კოსა

მარგო რობის სტილის წყალობით, მოდაში ე.წ. "აწეწილი" კოსებიც დამკვიდრდა. სტილი შესანიშნავია გაზაფხულის და ზაფხულის ღამეებისათვის.



ქაოსური კოსა

მეგან მარკლის ვარცხნილობამ ინტერნეტში აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა მალევე იქცა მორიგ ტრენდად.



უკან ჩაწნული კოსა

ახალგაზრდა ვარსკვლავმა მილი ბობი ბრაუნმა თანამედროვე კოსის ვარიანტი შემოგვთავაზა.



სანაპიროს კოსა

ტეილორ ჰილის შემოთავაზებული კოსა პრაქტიკული და ლამაზია.



მსუბუქი საპატარძლო კოსა

ოლივია უაილდმა კი ქორწინებისთვის განკუთვნილი კოსის იდეა წარმოგვიდგინა.



ნაწნავით გარშემორტყმული კოსა

ჯესიკა ჩესტეინის რომანტიკული ვარცხნილობა.



კოსა ნახევარი თმისგან


ჯულიანა მური გვარწმუნებს, რომ კოსა გაშლილ თმასაც უხდება. აღსანიშნავია, რომ ამ ვარცხნილობის გაკეთება ყველანაირი სიგრძის თმაზეა შესაძლებელი.



ყველაზე ელეგანტური კოსა


როზი ჰანტინგტონი ვარცხნილობის ყველაზე დახვეწილ ვერსიას წარმოგვიდგენს.