BAFTA საუკეთესო მაკიაჟი და ვარცხნილობა

Published: 19/02/2018 Views: 1 410
BAFTA საუკეთესო მაკიაჟი და ვარცხნილობა


2018 წლის BAFTA-ს წითელი ხალიჩა შავმა კაბებმა მოიცვა. ბრიტანული კინოდაჯილდოება გუშინ ღამით, ლონდონის ალბერტჰოლში ჩატარდა. ჰოლივუდის ლამაზმანებმა განსაკუთრებულ დრესკოდს განსაკუთრებულად დახვეწილი და ელეგანტური იმიჯი შეურჩიეს.

საუკეთესო მაკიაჟი და ვარცხნილობა 2018 წლის BAFTA-ზე
ჯენიფერ ლოურენსი

ჯენიფერმა მაკიაჟში აქცენტი ტუჩებზე გააკეთა და ის ალისფერი ტუჩსაცხით გამოყო. იმიჯი კლასიკური იქნებოდა, რომ არა ვარცხნილობა. "სველი თმების" ეფექტმა მსაიობს უფრო ექსცენტრიკულობა შემატა.



ანჯელინა ჯოლი


ანჯელინამ აქცენტი თვალებზე გააკეთა და თავშეკავებული იმიჯისთვის თმა უკან მჭიდროდ შეიკრა.



ლუპიტა ნიონგო

ლუპიტამ მაკიაჟში აქცენტი ნათელ ფერებზე გააკეთა - ცისფერი თვალები და წითელი ტუჩები.



მარგო რობი

მარგომ სახეზე nude სტილი არჩია. ბობ კარეს მაკიაჟში კრემისფერი და ღია ვარდისფერი ტონალობები შეურჩია.



სირშა რონანი

კლასიკურ სადღესასწაულო ვარცხნილობას ნომინანტმა ვარსკვლავმა "უმაკიაჟო" ეფექტის სახე ამჯობინა.



ქეით მიდლტონი

ქეითმა მაკიაჟსა და ვარცხნილობაში საკუთარი ხელწერა გამოყო: ტრადიციული smoky eye, ვარდისფერი ლოყები და კულულები.



ნატალი დორმერი

ნატალის მაკიაჟს და ვარცხნილობას განსაკუთრებით ეფექტს მასიური საყურეები უქმნიდა. მსახიობმა ფერად თვალის ჩრდილსა და "აფუებულ" თმაზე შეაჩერა არჩევანი.



ანია ტეილორ ჯოი

ანიამ კი თმის აქსესუარის მეშვეობით სამეფო იმიჯი მოირგო. მაკიაჟში კი სახის ყველა ნაწილი მკვეთრი კონტურით გამოკვეთა.



ქეით მარა

ქეითის ყურებზე გადაწეული თმა, nude ტუჩები და smoky eyes.