მბზინავი კანი: ვიზაჟისტ Patrick Ta-სგან

Published: 24/02/2018 Views: 1 844


მბზინავი კანის ეფექტის მისაღებად
ვარსკვლავური ვიზაჟისტის Patrick Ta-ს რჩევები
"კაშკაშა კანის მეფე", რომლის კლიენტებიც დები ჰადიდები, როზი ჰანტინგტონი და კრისი ტეიგენი არიან, კანის მოვლის საიდუმლოებებს ამხელს

ვიზაჟისტი მიხვდა სილამაზის უნივერსალურ ფორმულას: ბზინვარება! რაც სახეს კანს ჯანსაღ იერს მატებს და ბუნებრივ სილამაზეს უსვამს ხაზს. თუმცა მსგავსი კაშკაშა კანის ეფექტის მისაღებად ის რამდენიმე პროდუქტს იყენებს და სულაც არ ნიშნავს, რომ უმაკიაჟო ლუქი სწორედ მაკიაჟის გარეშე მიიღება.

ვიზაჟისტის შემოქმედებას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით: საყვარელი ვარსკვლავების წითელი ხალჩისა თუ უბრალოდ სელფების ფოტოებზე. Patrick Ta-მ წარმატებას სოციალურ ქსელში მიაღწია და ცნობილი ლამაზმანების საოცარ მაკიაჟზე აგებს პასუხს. არტისტმა ზუსტად იცის, თუ როგორ მივაღწიოთ მბზინავი კანის ფერს.



რატომ ვიღწვით ყველა იმისკენ, რომ მბზინავი კანი გვქონდეს?
როცა ადამიანები კაშკაშა სახეს ხედავენ, ფიქრობენ, რომ კანი ჯანმრთელია. ნათელი სახით გოგონები უფრო ახალგაზრდულად, თანამედროვედ და ჯანსაღად გამოიყურებიან. ყველას სურს რომ ბუნებრივად გამოიყურებოდეს და სახე მაქსიმალურად უელვარებდეს.

რას ნიშნავს ბუნებრივი ჰაილაითი?
ეს ასახავს კანის იმ ელფერს, როცა მზის შუქზე ის ოდნავ ნამიანი ჩანს. ეს შეიძლება მიაღწიოთ ბუნებრივი ზეთის ან ჰაილაითერის მეშვეობით.




როგორი ჰაილაითერი უნდა გამოვიყენოთ?
მე მომწონს თხევადი ჰაილაითერები, რადგანაც ისინი მაქსიმალურად ბუნებრივ და ნამიან შთაბეჭდილებას ტოვებენ. ფხვნილის სახის ჰაილაითერები სარისკოა, რადგანაც შესაძლოა იაფფასიანი ბზინვარება აღმოაჩნდეს და სახის გამონაყარი გამოკვეთოს.

უპირატესობას მივანიჭებ: Cover FX's Custom Enhancer Drops. მისი მეშვეობით ეფექტი დიდხანს ნარჩუნდება, სხვა საშუალებები კი თავიდან კარგად ჯდება, მაგრამ მალევე ფუჭდება.




როგორ შევარჩიოთ ჰაილაითერის სწორი ელფერი?
ყოველდღიური გამოყენებისთვის, სპილოსძვლისფერი ტონალობის კანის მქონე გოგონებმა თეთრი ან ვარდისფერი ელფერი უნდა აირჩიონ. ოქროსფერი და მუქი კანის შემთხვევაში, ბრინჯაოსფერ ტონალობებზე გააკეთეთ არჩევანი.

შეგიძლიათ სხვადასხვა ფერის ჰაილაითერით ითამაშოთ, თუ ის თქვენი ტუჩსაცხის, თვალის ჩრდილის ან აქსესუარის ფერს უხდება. მაგალითად, თუ ვარდისფერ კაბას ატარებთ, ვარდისფერი ჰაილაითერი შეუხამეთ. ასევე მისაღებია ჰაილაითერები მოიასამნისფრო მეტალის ეფექტით, რომელიც უფრო თვალის ზონასთან ახლოს უნდა დაიტანოთ. ან ატმისფერი ელვარებით გარუჯული ეფექტის გამოსაკვეთად.




სად უნდა წავისვათ ჰაილაითერი?
რა თქმა უნდა მთელ სახეზე არა. ფოტოებისთვის ის ლოყების მაღლა წაისვით, სხვა შემთხვევაში კამერა ვერ დაიჭერს მას. ასევე, შეგიძლიათ დაიტანოთ შუბლის თავზე და ცხვირის წვერში. ამ ადგილებზე დაგეცემათ მზის სხივი და სახე მეტად კაშკაშა გამოჩნდება.

როგორ ავიცილოთ თავიდან ზედმეტი სიკაშკაშე?
ნამიანსა და ცხიმიანს შორის დიდი განსხვავებაა, თქვენ კი ნამიანი ეფექტი გსურთ. სახის ნაწილები, სადაც წასმით ცხიმიანი შთაბეჭდილება შეიქმნება ღიმილის ხაზები, ნიკაპი და შუბლის ცენტრია. ამ ადგილებში ჰაილაითერის ნაცვლად ფხვნილი გამოიყენეთ.




კიდევ სად შეგვიძლია ჰაილაითერის გამოყენება?
ქუთუთოების ცენტრიც ლამაზი იქნება. ის უფრო დიდხანს ძლებს ვიდრე მბრწყინავი თვალის ჩრდილი.

რა არის საჭირო მსგავსი იერის შენარჩუნებისთვის?
კარგი მაკიაჟის მოსაშორებელი და მკვებავი სახის კრემი. მაკიაჟის დატანამდე კარგად დაინოტივეთ სახის კანი, თვალის კრემი და ტუჩების ბალზამიც არ დაივიწყოთ. შემდეგ 5-10 წუთი დატოვეთ, რათა სახე გაიჟღინთოს, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მაკიაჟის პრაიმერის დატანება და მაკიაჟის გაკეთება.

რას გვეტყვით კორექტორზე/concealer?
გამოიყენეთ 2 ტონით ღია ელფერის კორექტორი თვალებს ქვეშ უპეების ამოსანათებლად. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია.




გვჭირდება სპეციალური ფუნჯები ან ხელსაწყოები?
მთავარი ატრიბუტი ფუნჯია, რომლითაც სახეზე პროდუქტს ისმევთ. მე სქელ ფუნჯს ვამჯობინებ. განსაკუთრებით მბზინავი პუდრის დატანებისთვის აუცილებელია სწორი ფუნჯის შერჩევა, სხვა შემთხევავაში კი ენდეთ თქვენს თითებს.

როგორ ვიქონიოთ კაშკაშა კანი, როცა გამონაყარს ვებრძვით?
ბევრი მაკიაჟის გამოყენების ნაცვლად აიღეთ იმავე რაოდენობის მასალა, რასაც ჩვეულებრივ ხმარობთ და კონკრეტული ადგილები დაფარეთ. თუ გამონაყარი ლოყებზე გაქვთ ფოკუსირება ნუ მოახდენთ და ჰაილათერს ნუ წაისვამთ. ამ შემთხვევაში ის სხვა არეზე გამოიყენეთ. უფრო ბუნებრივი და ჯანსაღი იქნებით თუ მძიმე მაკიაჟზე საერთოდ უარს იტყვით.




როგორ დავაბალანსოთ ჰაილაითერი და კონტური?
მე ჰაილაითერს ვანიჭებ პრიორიტეტს და კონტურის ფერებისთვის თბილ ფერებს ვარჩევ. რეკომენდაციას გავუწევ Tom Ford's Shade and Illuminate-ს. მისი ფორმულა საოცრად მოქმედებს და ადვილი გამოსაყენებელია.

ღია ფერის მბზინავი ჰაილაიეთერის გამოყენების წესი ის გახლავთ, რომ ის ფინალურ აკორდად უნდა გასდევდეს გამოკვეთილ ღაწვებს, რომელიც დამუშავებული იქნება ოდნავ მუქი ფერის კონტურით. მსუბუქი მაკიაჟისთვის კი ნაკლებად კონტრასტული ელვარების ჰაილაითერს ბაზად აუცილებლად უნდა დაახვედროდ კონსილერით იდეალურად ამონათებული თვალის არე.




შეგვიძლია გამოვკვეთოთ ტუჩსაცხი და თვალები?
თუ კაშკაშა სახეზე ვფოკუსირდები, ტუჩებს კანის ბუნებრივი ტონალობიდან გამომდინარე თბილ ფერებში ვღებავ. მომწონს Pat McGrath-ის ტუჩსაცხები. ძირითადად, უპირატესობას კრემისფერ კონტურსა და ცოტაოდენ ბლესკს, ან აგურისფერი/კენკრისფერ ტუჩსაცხს ვანიჭებ. თვალებზე კი ოდნავ ნარინჯისფერი ტონალობის ჩრდილებს გირჩევდით.




რა არის საუკეთესო გზა მძიმე მაკიაჟის მოსაშორებლად?
ბევრი სახის გამწმენდი ვერ ერევა დღევანდელი მაკიაჟის პროდუქტებს. რეკომენდაციას გავუწევ სველ ხელსახოცს: Burt's Bees White Tea Facial Wipe. თუ თვალზე ბევრი მაკიაჟი გაქვთ, ისეთი თვალის გამასუფთავებელი გჭირდებათ, რომელიც ზეთს შეიცავს, მაგალითად La Mer's The Cleansing Oil. შემდეგ, დაწოლამდე moisturiser-ს და თვალის კრემს ისმევთ.

ვინ შეიძლება იყოს ჩვენი შთაგონების წყარო?
ანჯელინა ჯოლის კანი ყოველთვის ლამაზი და ჯანსაღია. ის არასდროს ისმევს ბევრ მაკიაჟს და ბუნებრივ სილამაზეს მუდამ წარმოაჩენს. მომწონს, როცა კრისი ტეიგენისთვის ვზრუნავ, მისი სახე საოცრად ლამაზი და კაშკაშაა და ჯიჯი, რომელსაც მაკიაჟი უყვარს. ჩვენ ერთნაირი მაკიაჟი მოგვწონს. მე იმდენივე ვისწავლე მისგან, როგორც მან ჩემგან, რადგანაც ჯიჯი მაკიაჟს საუკეთესოდ იკეთებს.