ვიზაჟი მილანის მოდის კვირეულიდან

Published: 28/02/2018 Views: 703
ვიზაჟი მილანის მოდის კვირეულიდან


მილანის მოდის კვირეული დასრულდა და მოდის სფეროს წარმომადგენლებმა ამჯერად პარიზში გადაინაცვლეს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მილანის მოდის კვირეულზე ყველაფერი ვნახეთ: ორთავიანი და სამთვალიანი მოდელები, ჯეკი კენედის 62 სახის ვარიაცია, ძაღლები და დრაკონები... სილამაზის რეალური ხერხებით Max Mara, Anteprima და Roberto Cavalli გამოირჩნენ. Gucci აბსურდული იმიჯის ლიდერი გახდა.

წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო სილამაზის დეტალებს მილანის მოდის კვირეულიდან




ალესანდრო მიკელემ საერთო წარბების ტრენდის დაბრუნება გადაწყვიტა. მასთან ერთად დაუბრუნდათ მოდელებს რქები, გაეხსნათ მესამე თვალი და გაუჩნდათ საკუთარი თავის კლონი.






პრადამ კი პეტ მაკგრატის თანამშრომლობა გამოიყენა - თანამედროვეობის ყველაზე ცნობილმა ვიზაჟისტმა იასამნისფერი, ცისფერი და მწვანე ფერის გრაფიკული ხაზები დახატა, რომლებიც ბრჭყვიალებით მორთო.



მილანი ყოველთვის ფერადი პალიტრით გამოირჩევა და ჩვენების სტუმრებს განსაკუთრებულად გამოწყობას აიძულებს. იტალიელებმა არც ამჯერად გაგვიცრუეს იმედი.

Max Mara


Roberto Cavalli


Moschino


Salvatore Ferragamo


Vivetta


Antonio Marras


Giorgio Armani


Fendi


Alberta Ferretti


Dolce & Gabbana


Jil Sander


Tommy Hilfiger x Gigi


Versace