K-beauty: 10 ნაბიჯი იდეალური კანისთვის

Published: 02/03/2018 Views: 1 630
K-beauty: 10 ნაბიჯი იდეალური კანისთვის


წარმოგიდგენთ კორეელი ქალბატონების ყველაზე მნიშვნელოვან სილამაზის ხერხებს, რომლებიც თქვენს კანს გააჯანსაღებს და იდეალურს გახდის

K-beauty-ის ფენომენის შესახებ ბევრს სმენია, მაგრამ ცოტამ თუ იცის რეალურად რისგან შედგება კორეის სილამაზის ბაზარი. ეჭვგარეშეა, რომ კორეელებმა უამრავი სილამაზის საიდუმლო იციან, თუმცა მათი მთავარი იარაღი კანის ფანტასტიკური მოვლაა.

K-beauty: 10 ნაბიჯი იდეალური კანისთვის
რომელიც ყველა კორეელმა იცის




ნაბიჯი 1. თვდაპირველად გაიკეთეთ თვალის დემაკიაჟი

ეს კი სწორად უნდა გააკეთოთ. თვალის გარშემო კანი ძალიან სათუთი და თხელია და დელიკატურ მოვლას საჭიროებს. პირველ რიგში, აირჩიეთ პროდუქტები, რომლებიც მხოლოდ ამ ნაწილისთვისაა განკუთვნილი. განსაკუთრებით ეს გამწმენდ საშუალებებს ეხება.

დამატენიანებელი კრემი ბევრად ეფექტურად მოქმედებს, თუ მას მგრძნობიარე კანზე დავიტანთ



ნაბიჯი 2. გაწმენდის : პირველი ეტაპი

კორეელები პრიორიტეტს გაწმენდის ორეტაპიან პროგრამას ანიჭებენ: პირველი დემაკიაჟზეა ორიენტირებული, ხოლო მეორე იმ ჭუჭყის მოშრებაზე, რომელსაც დღის განმავლობაში ვაგროვებთ. ჰიდროფილური ზეთი ამ მხრივ კორეელების ფავორიტია, რომელსაც საერთაშორისო ბრენდები დიდი ხანია უშვებენ.

ნაბიჯი 3. გაწმენდის : მეორე ეტაპი
პირველი ეტაპის შემდეგ, უნდა მიმართოთ საშუალებას, რომელიც კანს ჭუჭყისგან ათავისუფლებს (ეს კი შეფუთვაზე წერია). პროცედურისას მწყობრში მოდის ფორები და კანი დამატენიანებელი კრემებისთვის მზადყოფნაშია.



ნაბიჯი 4. არ დაივიწყოთ ტონიკის შესახებ

მატონირებელი ლოსიონები ნებისმიერი სახის კანისთვისაა მიზანშეწონილი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი აღადგენენ მჟავა-ტუტოვან ბალანსს და შებოჭილობის შეგრძნებას ხსნიან. ამასთან, ტონიკი სჯობს კონკრეტულად თქვენი სახის კანის მოთხოვნილებების მიხედვით შეარჩიოთ: დამამშვიდებელი, ბალანსის აღსადგენი, დამატენიანებელი.... სილამაზის ამ საშუალებას მთელი ასორტიმენტი აქვს.

და 3 წამის წესის შესახებ გახსოვდეთ: კორეელები დარწმუნებულები არიან, რომ გაწმენდის დასრულებასა და ტონიკის წასმას შორის 3 წამი უნდა გავიდეს.



ნაბიჯი 5. კანმა შრატი უნდა შეიყვაროს

კორეელები გიჟდებიან ბოთლში მოთავსებულ სილამაზის ამ კონცენტრირებულ ვერსიაზე. შრატის აქტიური ინგრედიენტები კრემთან შედარებით კანში ღრმად აღწევს. ეს კოსმეტიკური საშუალებები განსაკუთრებით კარგია მიმიკური და ასაკთან დაკავშირებული ნაოჭებისთვის.

კორეელები ყოველდღიური პილინგის პრაქტიკას არ ნანობენ



ნაბიჯი 6. გამოიყენეთ თვალის კრემი

სახის კრემი თვალების გარშემო არ გამოიყენოთ. ეცადეთ სპეციალური საშუალება არათითით წაისვათ, რადგანაც ის ყველაზე სუსტი თითია და ნაკლებად დააწვება თვალის კანს.



ნაბიჯი 7. გაიხსენეთ ტუჩების საშუალებების შესახებ

დამატენიანებელი და მკვებავი ტუჩის ბალზამი იდუმალი კორეელის სილამაზის რუტინის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი გამოყენება ყოველდღიურად უნდა მოხდეს: დილით და საღამოს.



ნაბიჯი 8. დამატენიანებელი კრემი

დამატენიანებელი კრემი კისრის და დეკოლტეს არეშიც უნდა წაისვათ. გახსოვდეთ, რომ ყველა ასაკს თავისი წესები აქვს.



ნაბიჯი 9. Exfoliation-მკვდარი უჯრედების გაქრობა

ყოველდღიური სილამაზის რუტინა ამ პუნქტით სრულდება. სილამაზის საკითხში მთავარი სისტემატიურობაა. განსაკუთრებით ეს სახის ნიღბებს ეხება. თუ პროცესი დარეგულირებული არ გაქვთ, სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.

პროცესის დროს ქრება მკვდარი უჯრედები. ის კვირაში 1-2 ჯერ უნდა შესრულდეს.



ნაბიჯი10. პერიოდულად გახსოვდეთ ნიღბების შესახებ

უნდა გაითვალისწინოთ თუ რა მდგომარეობაშია თქვენი კანი იმ პერიოდში. ამგვარად პრიორიტეტებს სწორად განაწილებთ. მაგალითად, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, დეტოქს ნიღბებს მიმართეთ. დამატენიანებელი ნიღაბი კი ყველა ტიპის კანზე გამოგადგებათ, განსაკუთრებით თუ მეგაპოლისში ცხოვრობთ. დატენიანების ნაკლებობა კანის პრობლემებს იწვევს.