Giambattista Valli: მბრწყინავი სახე

Published: 06/03/2018 Views: 453
Giambattista Valli: მბრწყინავი სახე


მბრწყინავი სახე Giambattista Valli-ის ვერსიით
ხელოვნება ხელოვნებისთვის - L'Oréal Paris-ის კრეატიული დირექტორის მასტერკლასი

სანამ, ვიზაჟისტები ცნობილი ადამიანებისთვის „ოსკარის“ მაკიაჟზე მუშაობდნენ, L'Oréal Paris-ის მაკიაჟის კრეატიულმა დირექტორმა, ველ გარლანდმა საკუთარი თავი ხელოვნებას მიუძღვნა. სწორედ მან მიიყვანა მბრწყინავი კანი სრულყოფილებამდე და რამდენიმე სეზონია, რაც კოსმეტიკურ ბრენდის მაქსიმალურ პროპაგანდას ეწევა.



Giambattista Valli-ს ჩვენებისთვის ვერ გარლანდმა თითქოს, მოდელებს თავები ბრჭყვიალებით სავსე ჯამში ჩააყოფინა. ათასობით ოქროსფერი, ვერცხლისფერი და ვარდისფერი მბრწყინავი ნაწილაკი გოგონების ტუჩებს, ლოყებსა და კისერს მთლიანად ფარავდა. კამერის ეფექტი კი მაკიაჟს განსაკუთრებით ეფექტურს ხდიდა.



მბზინავი კანი მაკიაჟის მნიშვნელოვანი ტრენდია, რომელიც უკანასკნელ წლებში აქტუალობას არ კარგავს. ამჯერად ტრენდმა ახალ სიმაღლეებს Giambattista Valli-ის შოუზე მიაღწია.