Nail Art : გაზაფხულის ტენდეციები

Published: 11/03/2018 Views: 786
Nail Art : გაზაფხულის ტენდეციები


Nail Art : გაზაფხული/ზაფხულის ტენდეციები
მიმდინარე გაზაფხულისა და მომავალ ზაფხულის სეზონზე ფრჩხილის ლაქის მთავარი ფერები: ღია ლიმნისფერი, ცივი მწვანე, ვარდისფერი და კლასიკური წითელ-ნარინჯისფერია. მსგავსი ტონალობები თითქმის ყველა წამყვანმა ბრენდმა გამოუშვა.


ულტრა იასამნისფერი

Pantone-ის მიხედვით 2018 წლის ყველაზე ტრენდული ფერი ულტრაიასამნისფერი გახდა. იასამნისფერი თამამი ფერია და სილამაზის საკითხებში მას იშვიათად თუ მიმართავენ, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ, უპირატესობა ინდიგოს, ლავანდას, ძოწისფერ ტონალობებს მიანიჭეთ.



ულტრაიისფერის შერყმა ბრჭყვიალებთანაც საინტერესო იქნება - ფრჩხილებზე თითქოს კოსმოსის იმიტაციას შექმნით. ამგვარი ლაქი მოკლე ფრჩხილებზე მიმზიდველი იქნება.



ეს ფერი ბევრ მოდის ჩვენებაზე ვიხილეთ. ულტრაიასამნისფერი ბევრ ლამაზ კომბინაციას ქმნის, რაგანაც თითქმის ყველა ფერის სპექტრთან აღწევს ჰარმონიას.

ყვითელი და მწვანე

პოპულარობით მეორე ფერი ყვითელია, მას ნებისმიერ ბრენდთან ვიპოვნით. მთავარი წესია: ყვითელი ისეთივე თბილი და მსუბუქი უნდა იყოს, როგორც მზის ფერი. ამგვარი ტონალობის ფრჩხილის ლაქს "შანელთანაც" იპოვნით.



თუ მსგავს ნათელ ფერებს ვერ ატარებთ, მაშინ ფერადი ფრენჩი სცადეთ. მზისფერი ყვითელი და მკვეთრი მწვანე არაჩვეულებრივად ეხამება ულტრაიისფერს.



წითელი და nude

შეუცვლელი კლასიკა რომელიც ყველა ჩვენებაში გვხვდება: წითელი ფერი და nude-ის ყველა ტონალობა. თუ წითელი ფერი გაზაფხული-ზაფხულის სეზონებზე შედარებით ნაკლები იყო, nude თბილ თუ ცივ ტონალობებში ბევრგან ვნახეთ.



ასევე, ღია ნაცრისფერი საკმაოდ აქტუალური ფერია. ის ნეიტრალური ტონალობების მოყვარულ ადამიანებს მოეწონებათ და ის ნებისმიერი ფორმის ფჩხილს მოუხდება.



"წითელი ფერი ისეთივე კლასიკაა, როგორც წითელი ტუჩსაცხი."



ნაზი ცისფერი

გაზაფხულის ზეცის ფერი ფრჩხილზე საკმაოდ აქტუალურია. მსგავსი მაგალითები "შანელთანაც" ვნახეთ.



Negative space და მინიმალიზმი

პირველი სეზონი არაა, რაც დიზაინერებმა ეს ტრენდი შეიყვარეს. თუ უფერო ლაქს ირჩევთ, ფერადი დაბოლოებებით და მარტივი გეომეტრიული ხაზებით შეამკეთ.



მინიმალისტური ლაქის იდეებს Phillip Lim-ის ჩვენებიდან მიიღებთ.