baby face მაკიაჟის წესები

Published: 12/03/2018 Views: 995
baby face მაკიაჟის  წესები


მუდამ ახალგაზრდა: მაკიაჟის წესები baby face-ის მფლობელთათვის

მირანდა ქერს, ნატალია ვოდიანოვას და სელენა გომესს არამხოლოდ პოპულარობა, არამედ სხვა რამეც აერთიანებთ: სახე, რომელსაც ასაკი არ ეტყობა. ბუნებამ გოგონები ბავშვური სახით დააჯილდოვა: ოვალური სახე, ფუმფულა ლოყები და "ალუბლის" ტუჩები - baby face-ის მფლობელებს გაუმართლათ: ასაკის კვალი მათ სახეს არ ემჩნევა.

ჯენიფერ ლოურენსი

ქენდის სვეინპული



baby face-ის ერთ-ერთი ნათელი წარმომადგენელი რენე ზელვეგერია, რომელმაც ხელოვნური ჩარევის გამო სწრაფი დაბერების ეფექტი შეიქმნა.

2002-2017


34 წლის მირანდა კერი კი თავის 27 წლის ქმარზე, ივან შპიგელზე ახალგაზრულად გამოიყურება.

მირანდა ქერი

ჯიჯი ჰადიდი

ნატალია ვოდიანოვა

სელენა გომესი

ტეილორ სვიფტი



მოკლედ, 25 წლის ასაკში გამოიყურებით როგორც 17-ის, 30 წლის ასაკში კი გარშემომყოფებს 25 წლის ჰგონიხართ. ამ დროს მაკიაჟიც მარტივი და მსუბუქი უნდა იყოს.



კანი

მთავარი წესი კანის დატენიანებაა. ბავშვს ფაფუკი კანი აქვს. ასაკობრივი ნიშნების გადასაფარავად კონსილერი გამოიყენეთ. ტონალური არ გამოგადგებათ - გამოიყენეთ მხოლოდ იმ ადგილებში სადაც ეს აუცილებელია. გამოიყენეთ კრემი, პუდრა კი ახლო მეგობრად აქციეთ.




ლოყები

ვარდისფერი პუდრა გამოგადგებათ, მაქსიმალურად დელიკატური ტონალობა აირჩიეთ. საბოლოოდ ლოყები ნაკლებად შესამჩნევი უნდა იყოს, ლოყები რომ არ აგიღაჟღაჟდეთ. კრემისფერი ელფერი კარგი გამოსავალია.




წარბები

ბავშვებს წარბები იშვიათად აქვთ სწორი და წვრილი, მაგრამ აუცილებელია დავარცხნა.



თვალები

ჩვეულებრივ ცხოვრებაში ლაინერზე უარი თქვით - ის განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის დაიტოვეთ. ჩრდილის მეშვეობით კი თვალებს მკაფიოს გახდით. აირჩიეთ Nude ელფერი, რომელიც თქვენს კანის ფერს მოუხდება. შესაძლოა ვარდისფერი ტონალობებიც. ყყავისფერი ფანქრით გაცრეცილი ბოლოები გაიკეთეთ.



ტუჩები

ტუჩის ბალზამი ყოველთვის თან იქონიეთ. გამოიყენეთ ტუჩის სკრაბი და მკვებავი ზეთი დატენიანებისთვის. ტუჩსაცხი კი გამჭვირვალე, ვარდისფერი ან ატმისფერი აირჩიეთ.