საუკეთესო თავის მოვლის საშუალებები მსოფლიო აფთიაქიდან

Published: 20/03/2018 Views: 532


ქალბატონები მუდმივ ძიებაში ვართ ვიპოვოთ ხარისხიანი და ეფექტური თავის მოვლის საშუალებები. დედამიწამ კი ეს კარგად იცის და სხვადასხვა კონტინენტზე წარმოდგენილი უნიკალური მცენარეებითა და ნივთიერებებით გვანებივრებს. და ის, რომ უმეტესობა ამ პროდუქტისა ჩვენს ადგილობრივ აფთიაქებში არ მოიპოვება, დაბრკოლებას სრულებითაც არ წარმოადგენს.

მაგალითად ეგვიპტური ნატურალური კრემი EGYPTIAN MAGIC, კორეული პროდუქცია სახის კანის გასუფთავების და მოვლის სერიიდან, Lucas' Papaw მალამოები ავსტრალიიდან დახეთქილი კანისთვის ნამდვილი აღმოჩენაა! ხოლო კარგად მივიწყებული და ესოდენ ეფექტური ორგანული პროდუქცია: ალოე ვერას 100% ნატურალური გელი, ჰიალურონის მჟავის შრატის 100% კონცენტრაცია და შრატი vitamin C 20% შემცველობით მუდამ უნდა ვიქონიოთ ხელთ. ეს პროდუქტები Amazon-ის best seller სიაში ლიდერობენ. და რადგანაც დღეს, 21-ე საუკუნეში დისტანციური შესყიდვები ონლაინ-შოპინგის დახმარებით პრობლემას არ წარმოადგენს, გაგაცნობთ amazon.com-ის დადებითი გამოხმაურებით (positive reviews) გამორჩეულ ლიდერ პროდუქციას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის კოსმეტიკას აერთიანებს.

საუკეთესო თავის მოვლის საშუალებები: ყველაზე ეფექტური და ორგანული პროდუქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კულტურიდან , delivered by amazon



Lucas' Papaw Ointment

ფასი: $9-დან

უნივერსალური მკვებავი მალამო ავსტრალიიდან პაპაიას ნაყოფისგან მზადდება, მას აღმდგენი მოქმედება ახასიათებს. რეცეპტი უკვე 100 წლისაა! პროდუქცია ორი სახით იწარმოება: ტუჩსაცხის ტუბის აპლიკატორით ან კრემის ყუთში. გამოიყენება დახეთქილი ტუჩების, იდაყვების, მკერდის თავის (ძუძუთი კვების დროს), სახის კანის მკვებავის სახით, მზის დამწვრობის საამებლად, ღია ჭრილობების, მწერის ნაკბენის, გამონაყარის ალერგიული ფონის ჩასაცხრობად.





Egyptian Magic Purpose Skin Cream

ფასი: $16

ძველი ეგვიპტური რეცეპტით, ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული კრემი გამონაყარის და შავი წერტილების საწინააღმდეგოდ დადებით კომენტარებს აგროვებს ამაზონის მიმოხილვაში, სუპერ-დამანოტივებელი ტექსტურა ცხიმოვანების კონტროლით გამოირჩევა. ეფექტურია დაბერების ნიშნების წინააღმდეგ, თვალის კანისთვის, ტანის კანის სიმშრალისთვის, დამწვრობისთვის, სტრიების წინააღმდეგ, თმისთვის და თუნდაც როგორც მაკიაჟის ბაზა!

შეიცავს მხოლოდ და მხოლოდ 6 ინგრედიტენს და არავითარ ხელოვნურ დანამატს:
Olive Oil, Bees Wax, Honey, Bee Pollen, Royal Jelly, and Bee Propolis.






Aztec Secret - Indian Healing Clay

The Original 100% Natural Calcium Bentonite Clay
ფასი: $10

ნიღაბი სახის კანის ღრმა წმენდისთვის 100% ნატურალური კალციუმის ბენტონიტის თიხით.
გამოიყენება კვირაში 1-ხელ არაუმეტეს 5-10 წუთიანი ნიღბის სახით სახეზე აკნე, გამონაყარის და შავი წერტილებისგან გასაწმენდად. მწარმოებელი პროდუქციას აცტეკების - ინდიელების საიდუმლობს სახით გვაცნობს. თუმცა, აღწერაშივე განმარტავს, რომ ამ თიხას ანტიკური დროდან იცნობდნენ და აღიარებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, გერმანელები და რომაელები სპა-პროცედურებში აქტიურად იყენებდნენ მას, ასევე ეგვიპტეში მოიპოვებდნენ მდინარე ნილიდან და არაბულ უდაბნოში. Aztec Secret - Indian Healing Clay კი დღეს ამერიკის ტერიტორიაზე, კალიფორნიის Death Valley-ზე შრება. ის ასევე ტანის ნიღბების და გადახვევების სახით გამოიყენება.





Cosmedica Pure Hyaluronic Acid Serum

ფასი: $11

ჰიალურონის მჟავის შრატი სრული 100% კონცენტრაციით გამოირჩევა ეფექტური ფორმულით სახის კანის ნაკლოვანებებთან ბრძოლისთვის. ღრმად ანოტივებს და გარკვეულწილად ათეთრებს სახის კანს. დაიტანება ახალ გაწმენდილ, ოდნავ ნოტიო სახის კანზე, შრატის კარგად შეზელვის შემდეგ კანი მზად არის მეტი ეფექტურობით მიიღოს კანის მოვლის სერიის მომდევნო პროდუქტი. შრატი ღრმად აღწევს კანის შიდა ფენებში, მატებს მას ელასტიურობას, ამოავსებს მიმიკურ ნაოჭებსა და ღარებს, ათანაბრებს სახის ტონს, ათეთრებს და ბზინვარებას მატებს კანს. ძირითადად გამოიყენებენ ასაკობრივ ნიშნებთან საბრძოლველად, სქესის მიუხედავად.

ერთგვარი რევოლუცია აღმოჩნდა ამ დეკადის skin-care რიტუალებში შრატების გამოყენება
, ჩვენთვის მივიწყებული ეს პროდუქტი კარგად აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენს აზიურ კულტურაში, სწორედ ამიტომ წამოიწია წინ კორეულმა კოსმეტიკამ, რომელთაც ხარისხიანი და ორგანული კოსმეტიკის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება გამოარჩევთ. განსაკუთრებით აქტიურად კი ჰიალურონის მჟავას შენიშნავთ ძირითად ინგრედიენტად, არჩევანი თქვენზეა მას სხვა პროდუქტებთან შერეული სახით, თუ 100% კონცენტრატის სახით გამოიყენებთ.





Amara Organics Aloe Vera Gel

ფასი: $16


გაგიკვირდებათ ალბათ, რომ ალოე ვერას გელს amazon-ზე 2,000-ზე მეტი დადებითი გამოხმაურება აქვს. მწარმოებელი პროდუქტს გვაცნობს, როგორც 100% ნატურალური ცივი გაწურვის მეთოდით მიღებულს. მომხმარებლები წერენ, რომ გელს შესანიშნავი ტექსტურა აქვს, კანი მარტივად შეიწოვს და არ ახასიათებს წებოვნება. გამოიყენება მსუბუქი აკნეს პრობლემების, მშრალი კანის, მზის დამწვრობის, საპარსით გაღიზიანებული კანის და რაზეც ყველაზე მეტი გამოხმაურება აქვს - ხორკლიანი კანის სამკურნალოდ, განსაკუთრებით ხელის მტევნების არეში! [keratosis pilaris]






Makeup Setting Spray with Organic Green Tea, MSM and DMAE

ფასი: $12

სპრეი მაკიაჟის დასაფიქსირებლად. გამოიყენება სახის და თვალის მაკიაჟის მდგრადობისთვის, ან დღის განმავლობაში განსაკუთრებით კი ცხელი ზაფხულის პერიოდში სახის კანის დასანოტივებლად. შეიცავს ჩაის ხის ექსტრაქტს, სპრეის არ ახასიათებს წყლიანი და წებოვანი ტექსტურა.
სპრეის მომხმარებლებს შორის არიან ქალბატონები მშრალი სახის კანით, ისინი წერენ რომ სპრეი დამატებით დატენიანებას უზრუნველყოფს, მაშინ როდესაც ტონალური პუდრის წასმის შემდეგ მაკიაჟის ბაზის მიუხედავად კანი კვლავ მოითხოვს დამატებით დატენიანებას, ან მდგრად ფიქსაციას, მაგალითად სადღესასწაულო მაკიაჟისთვის.





Bio Oil Bio-Oil Multiuse Skincare Oil

ფასი: $22

Bio-Oil უკვე მე-10 წელია ინარჩუნებს პოპულარობას ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე. ეს სუპერ პროდუქტი უნივერსალური გამოყენებისაა, ზოგი მას ნაოჭებთან ბრძოლაში, ზოგიც ორსულობის სტრიების საწინააღმდეგოდ და შრამების მოშუშებისთვის ეფექტურად გაოიყენებს. მოკლედ, მიხვდით: კანის დანოტივება და აღდგენა Bio-Oil-ის მთავარი დანიშნულებაა, ეხმარება კანს დაიბრუნოს ერთგვაროვანი ფერი და ტექსტურა. ზეთი გახსნიდან 36 თვის განმავლობაშია ვარგისი. ის არაალერგიულია, თამამად გამოიყენებენ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის შრამების და ნაიარევის შესახორცებლად!






Hada Labo Rohto Hadalabo Gokujun Hyaluronic Lotion Moist

ფასი: $11

ამ ეტაპისთვის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი კორეული წარმოებიდან Hada Labo-ს ლოსიონი გახლავთ.
როგორც პროდუქციის მიმოხილვიდან გვირჩევენ, სახის გაწმენდის შემდგომ Hadalabo Gokujun-ის ლოსიონით გაჟღენთილი ბამბის თხელი ფენები სახის კანზე 3-5 წუთით უნდა დავიდოთ, ისე როგორც ამას აზიელი ქალბატონები მოიხმარენ. ლოსიონი სხვა ინგრედიენტებთან ერთად შეიცავს ჰიალურონის მჟავას, ანოტივებს და არბილებს სახის კანს, ამზადებს მას მორიგი პროდუქტის კარგად შეწოვისთვის, წარმოადგენს ერთგვარ ბაზას კრემის ან მაკიაჟის დატანებამდე.





LilyAna Naturals Rosehip & Hibiscus Eye Cream

ფასი: $17

ორგანულ, ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული, საღებავების და პარფიუმის დანამატების გარეშე მიღებული ეს თვალის კრემი ირწმუნება, რომ 94% ნატურალურ პროდუქტს წარმოადგენს: Vitamin C, Vitamin E, Rosehip Seed Oil, and Organic Hibiscus Flower Extract. გამოიყენებენ როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები. ასევე დასაშვებია თვალის მაკიაჟის ბაზად და ყელის არის დასანოტივებლად და გასამკვრივებლად, ახასიათებს გამათეთრებელი და აღმდგენი ეფექტი.






Humane Benzoyl Peroxide 10% Acne Treatment Wash

ფასი: $22

ძლიერ ეფექტური სახის დასაბანი ქაფი ბენზოლის პეროქსიდის %10 ფორმულით კლავს აკნეს გამომწვევ ბაქტერიას.
არ არის განკუთნილი სენსიტიური კანისთვის, გამოიყენება აკნესთან ბრძოლის უხეში მეთოდის სახით. იწვევს კანის ბაქტერიული საფენის გაღიზიანებას, რაც სწორად მკურნალობის შემთხვევაში აღმოიფხვრება. დასაბანი საშუალება დაიტანება სახის კანზე არა უმეტეს 1 წუთისა. გამოიყენება როგორც ტანის დასაბანი საშუალებაც დეკოლტესა და ზურგის არეზე.





TruSkin Naturals Vitamin C Serum

ფასი: $36

შრატი vitamin C 20% შემცველობით კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს და ასაკის მატების ნიშნებს ებრძვის, მიმდინარე აქტიური პროცესების ფონზე სახის კანი ერთგვაროვან ტონს იბრუნებს და ნათდება, უფერულდება ყვითელი ტონი და მზის ლაქები. შრატი ადვილად იწოვება კანში და ღრმად კვებავს მას, თუმცა ის არ წარმოადგენს დამანოტივებელ საშუალებას. vitamin C, E და ჰიალურონის მჟავის მოქმედება კანის გაცილებით ღრმა-შიდა ფენებში გამოიხატება. გირჩევთ წაიკითხოთ პროდუქციის მიმოხილვა,ხალხის გამოხმაურება amazon-ზე და Q&A სექცია.